“ლოკომოტივთან” 4:0 გამარჯვების შემდეგ “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კომენტარი გააკეთა:
“რამდენიმე დღის წინ, როგორც ჩვენ, ასევე “ლოკომოტივმა”, თასის მატჩები ვითამაშეთ. ორივემ დამატებით დროში ვიმარჯვეთ. დღევანდელ შეხვედრაში “ლოკომოტივს” დაღლა ეტყობოდა. ამავდროულად, მატჩის დებიუტში მეტოქეს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დაემტვრა, რამაც საბოლოოდ დიდი ანგარიშით გამარჯვება განაპირობა.
დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ – სწრაფი, შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი ვითამაშეთ. “საბურთალო” საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.
რაც შეეხება მომდევნო თამაშს, რომელიც თბილისის “დინამოსთან” გველის – ჩვეულებრივად მოვემზადებით. ვეცდებით, ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ. მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერი გვეყოლება. ვფიქრობ, საინტერესო თამაში გამოვა”.
fcsaburtalo.ge