თენგიზ კობიაშვილმა ქობულეთის "შუქურას" მწვრთნელის პოსტი დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:
"ოფიციალურად: ქობულეთის "შუქურა" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - თენგიზ კობიაშვილმა დატოვა, თუმცა ის კვლავ აგრძელებს კლუბში მუშაობას, მაგრამ სხვა პოზიციაზე. თითოეული თანამშრომელი დიდ მადლობას ვუხდით კობის გუნდში გაწეული შრომისთვის. შეგახსენებთ, რომ ის "შუქურას" სათავეში 2018 წლის მაისის თვიდან ჩაუდგა და ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლო - გაგდების პირას მყოფი გუნდი პლეი-აუტსაც კი გადაარჩინა.
თუ ვინ დაიკავებს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი".
თუ ვინ დაიკავებს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი".