საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა დანიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მზადება დაიწყო. ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას ლევან ბაჯელიძის გუნდი 8 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გამართავს. ამ ეტაპზე ეროვნულ გუნდში მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
ტრავმის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კაპიტანი ტატა მატვეევა დაუბრუნდა, რომელიც ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად ითამაშებს.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების განაცხადი დანიის ნაკრების წინააღმდეგ:
მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი, ბელედიესპორი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თამარ ნადირაშვილი
მცველები: ნინო სუთიძე, ანი აკობიძე (ნიკე, თბილისი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), ელენე რაუხი (ნორჩი დინამო, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი, თამარ ტატუაშვილი (ჰაკარი გიუჯუ, თურქეთი), ნათია სხირტლაძე (გორი იუნაიტედი), ნინო გურიელიძე (ნორჩი დინამო, თბილისი)
ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი, ხატია ჭყონია (ლანჩხუთი), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ჰაკარი გიუჯუ, თურქეთი), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (ნიკე, თბილისი), ნათია დანელია (ნიკე, თბილისი)
თავდამსხმელები: ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა), ლელა ჭიჭინაძე, ნათელა წოწერია (ლანჩხუთი), ტატა მატვეევა (ტენერიფე, ესპანეთი)
საქართველოსა და დანიის ქალთა ეროვნულ ნაკრებებს შორის ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრა 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე შედგება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით