ავიაკატასტროფის გამო გიორგი ქვილითაია და "გენტი" ბელგიაში დაგვიანებით დაბრუნდნენ

AutoSharing Option
ლვოვში ევროპა ლიგაზე "ოლეკსანდრიასთან" ჩატარებული მატჩის (1:1) შემდეგ "გენტს" დაგვიანებით მოუწია ბელგიაში დაბრუნება.

Sporza-ს ცნობით, მიზეზი ისაა, რომ ლვოვის დანილ გალიცკის სახელობის აეროპორტიდან 1.5 კილომეტრის მოშორებით ავიაკატასტროფა მოხდა - უკრაინული ავიაკომპანიის თვითმფრინავი Ан-12, რომელიც თურქეთიდან ესპანეთში ჩარტერული რეისით მიფრინავდა, 6:45 საათზე საწვავის შესავსებად უნდა დაშვებულიყო, მაგრამ იქამდე 3 წუთით ადრე მასთან კავშირი გაწყდა.

თვითმფრინავმა ავარიული დაშვება სოფელ სოკოლნიკში განახორციელა. ეკიპაჟის 8 წევრიდან 5 გარდაიცვალა, 3 კი მძიმე მდგომარეობაშია.

"გენტი" ბელგიაში მოგვიანებით მშვიდობიანად დაბრუნდა და 6 ოქტომბერს ჩემპიონატზე სტუმრად ლიდერ "ბრიუგესთან"
გასვლითი მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 3 ქულით ჩამორჩება.

"ოლეკსანდრიასა" და "გენტის" შეხვედრა 1:1 დასრულდა, ქვილითაია კი 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული