ეროვნული ლიგა. XXX ტური: ლევან მჭედლიძემ თბილისის "დინამო" ბათუმში წაგებისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
6 ოქტომბერს, 30-ე ტურის და შესაძლოა, მიმდინარე ეროვნული ლიგის ცენტრალური მატჩი ჩატარდა - ბათუმის "დინამო" და თბილისის "დინამო" დაზავდნენ - 1:1.

ამ შეხვედრის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ ფეხბურთის ფედერაციამ რუმინელი მსაჯები მოიწვია.

სტუმართათვის მნიშვნელოვანი იყო, მასპინძელ გულშემატკივრთა ზეწოლისათვის გაეძლოთ, რაც ბევრი გუნდისთვის გადაულახავი პრობლემაა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბათუმელებმა თავიდანვე შეუტიეს. პერალესმა ფლამარიონის თავური აიღო, თბილისელები კი კონტრიერიშებით პასუხობდნენ. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი არ შეიქმნა და 0:0 დასრულდა.

ძლიერი წვიმის გამო მოედნის ნაწილი წყლით დაიტბორა, რაც ბუნებრივია, ფეხბურთელებს თამაშში ხელს
უშლიდა. შესვენების შემდეგ ზღვისპირელებმა მეტოქეზე დაწოლა გააძლიერეს. კარში დარტყმული ბურთი ხელზე პაპავას მოხვდა, პენალტი კი ფლამარიონიმ გამოიყენა.

თამაშის სურათი არც ამის შემდეგ შეცვლილა. გია გეგუჩაძის შეგირდები ინიციატივას ფლობდნენ, ხოლო დედაქალაქელები მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანას ვერ ახერხებდნენ. 79-ე წუთზე თბილისელთა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ ზარიას ნაცვლად მოედანზე მჭედლიძე შეუშვა. მან ბურთთან პირველივე შეხებით ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს კარში თბილისელთა ერთადერთი დარტყმა იყო.

ბათუმის "დინამოს" და თბილისის "დინამოს" 62-62 ქულა აქვთ და ოქროს მედლებისთვის ბრძოლა გრძელდება.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 1:1
გოლები: 1:0 ჯოვინო ფლამარიონი (55, პენ), 1:1 ლევან მჭედლიძე (83)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე (კ), ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი, ბენჟამინ ტეიდი, გიული მანჯგალაძე (ჯამბულ ჯიღაური 86), ვლადიმერ მამუჩაშვილი, გაბრიელ რამოსი, ჯოვინო ფლამარიონი, ვლადიმერ დვლიშვილი (თორნიკე გაფრინდაშვილი 88)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

დინამო (თბ) (4-4-1-1): ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, ნოდარ იაშვილი, ოლეკსანდრ კაპლიენკო, ნიკა ნინუა (კ), გიორგი ზარია (ლევან მჭედლიძე 79), არფანგ დაფე (გიორგი კუხიანიძე 70), გიორგი პაპავა, კვამე კარიკარი (მიხაილო შიშკა 90)

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 14 /
წვიმამ თამაში გააფუჭა დარწმუნებული ვარ უფრო მაგარი თამაში გაჩაღდებოდა ორივე გუნდს წარმატებას ვუსურვებ
ტეტე1234
06 ოქტომბერი 2019 22:56
0
ბრავო ორივე გუნდს!!!! ლევან კიდე ბევრი გაგეტანოს!!!
Vasil
06 ოქტომბერი 2019 22:03
1
ამ მატჩის ტელერეპორტაჟი აჭარის ტელევიზიით იყო სრული თავის მოჭრა. ვინც ნახა დამეთანხმება.
ოპერატორი ხელს ყოფდა და წვიმას კამერის ეკრანიდან წმენდდა...წარმოიდგინეთ.
აჭარის ტელევიზიამ საბოლოოდ შეირცხვინა თავი მგონია.
ბათუმში აქციებს ატარებენ აჭარის საზ. მაუწყებელს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ხელს ნუ უშლითო.
სარედაქციო დამოუკიდებლობამდე ჯერ უელემენტარულესი ხარისხი უზრუნველყონ.
გიორგი
06 ოქტომბერი 2019 22:09
9
ტურის და მთლიანად სეზონის ცენტრალური მატჩი გამოვიდა თავისი შინაარსით, მაგრამ კაცი ვერ მიხვდებოდი რას უყურებდი. ჯერ ერთი ტბა იდგა მოედანზე, ბურთი საერთოდ არ მოძრაობდა. ამიტომ ასეთი თამაშები უნდა გაიმართოს სტადიონზე, სადაც წესიერი სადრენაჟო და გამწოვი სისტემებია. სტადიონის შემთხვევაში მინდორზე ასეთი ამბავი არ იქნებოდა. ან მინიმუმ უნდა გადადებულიყო შეხვედარა. ორთავე გუნდს კარგად შეუძლია თამაში და დარწმუნებული ვარ ძალიან სანახაობრივი მატჩი იქნებოდა. ცალკე თემაა რეპოტრაჟი, ის რაც ვიხილეთ აჭარის ტელევიზიის პირდაპირი ეთერი არ იყო. ეს იყო უბრალო სამოყვარულო რეპორტაჟი იუთუბზე, არ ვიცი ვისი წარმოებული და სწორედ ეს გაუშვა აჭარის ტელევიზიამ. რა დონის რეპორტაჟიც იყო ყველამ ვნახეთ, რა ხარისხითა და შესრულებით:) ერთდროულად სასაცილო და სატირალია, რომ სეზონის ცენტრალური მატჩის რეპორტაჟი პროფესიონალურადაც კი არ იყო ორგანიზებული ტელევიზიის მიერ. ამის შემდეგ რა ფეხბურთის განვითარებაზეა ლაპარაკი.
ანესთეზეოლოგი
07 ოქტომბერი 2019 10:11
0
Tamashi amindam gaafucha mets movelodi...batumii imsaxurebs chempionobas da warmatebas visurveb.
.reportajebs rac sheekheba ashkarad dasakhvewia toree kari tamashic rom iyoss shegazizgebs yurebas
Shoti
06 ოქტომბერი 2019 23:24
3
ბათუმის სტადიონს რომ განსაკუთრებით კარგი სადრენაჟო სისტემა სჭირდება ეს მე მგონი აღმოჩენა არ უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში არაერთი თამაში ჩაიშლება როგორც ეს გუშინ იყო. მე მგონია რომ ბათუმი მოიგებდა ნორმალურ სათამაშო პირობებში (თბილისელი ვარ ასე რომ მიკერძოება არ მალაპარაკებს).
გიორგი
07 ოქტომბერი 2019 13:35
0
თბილისელ გულშემატკივარს უფრო სწორედ ფანკლუბს მივმართავ. ქაჯებივით იქცევით ვერ ხვდებოდით რომ თქვენ დონეზე არ დავეშვით თორემ ნამდვილად ცუდი ამბავი მოყვებოდა თქვენს საქციელს. ვამოყალიბდით რა გინდათ საერთოდ. მხოლოდ ბათუმი მხოლოდ დინამო.
roma
07 ოქტომბერი 2019 09:07
1
კომენტატორს მაგარი გვარი ქონფა-საძაგლიშვილი)))
ბათუმის ფანი
06 ოქტომბერი 2019 22:45
12
წინ დინამო!!!
Caruzo9
06 ოქტომბერი 2019 21:58
3
https://promotion.betlive.com/public/ka/betshare/?hash=ba447a8087e24ad525dbbbeb488d6666d39bd9c098da007bfed708de2298a8ed მჭედლიძის გოლი თუ ასე მეწყინებოდა ოდესმე ვერ წარმოვიდგენდი.
Joni
06 ოქტომბერი 2019 22:32
4

სიახლეები პოპულარული