საქართველოს ნაკრებმა შეკრება 14 ფეხბურთელით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. 7 ოქტომბერს, ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, თოთხმეტმა ფეხბურთელმა ივარჯიშა. მათ შორის იყვნენ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი),
ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი)

თავდამსხმელები: ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ლეგიონერები, რომლებსაც საკლუბო მატჩები 6 ოქტომბერს ჰქონდათ, გუნდს 8 ოქტომბრის ვარჯიშზე შეუერთდებიან.

MLS-ის ქართველი ლეგიონერები, ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია საწვრთნელ პროცესში 9 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან. გასულ კვირას დასახელებულ შემადგენლობას საკლუბო შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო ვახტანგ ჭანტურიშვილი გამოაკლდა.

ირლანდიასა და გიბრალტართან დაგეგმილი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში ამ დროისთვის 23 ფეხბურთელია გამოძახებული.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

12 ოქტომბერი
საქართველო - ირლანდია, 17:00

15 ოქტომბერი
გიბრალტარი - საქართველო, 22:45

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვიცი, ტვინი წავიღეთ ზარანდიას ძახილით, მარა გულშემატკივრის ხათრით მაინც გამოიძახოს, თან აგერ ჭანტურიშვილიც გამოაკლდათ და რავი...
ლაშა
10:48 08-10-2019
2
ზარანდიას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს, შეუძლია თამაშის გამწვავება და საერთოდ დღეს დღეობით ერთ-ერთი საუკეთესოა, გამოიძახეთ და ათამაშეთ.
s.s.
12:51 08-10-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული