ნელი სალაძე: ჩვენი მიზანია, რომ სპორტსმენებმა უფრო მეტი გამოცდილება დააგროვონ

AutoSharing Option
1-7 ივლისს თბილისში მხატვრულ ტანვარჯიშში ნელი სალაძის სახელობის თასის რიგით მე-11 გათამაშება დაიწყება.
თუ როგორ ემზადებიან აღნიშნული ტურნირის ჩასატარებლად ორგანიზატორები და რომელი ქვეყნებიდან ელოდებიან შეჯიბრების მონაწილეებს, გვესაუბრებიან საუკუნის მწვრთნელად დასახელებული ქალბატონი, საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციაში მხატვრული ტანვარჯიშის მიმართულების ხელმძღვანელი ნელი სალაძე და მხატვრული ტანვარჯიშის მწვრთვნელი ელისო ბედოშვილი:
- ელისო ბედოშვილი:
- ეს არის ტრადიციული შეჯიბრება მხატვრულ ტანვარჯიშში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს ამ ტურნირზე არაერთი მაღალი ხარისხის მედალი მოუპოვებიათ. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ძლიერი კონკურენტები ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენი ბავშვებისთვის ამ ტურნირზე
მონაწილეობა იქნება ძალიან კარგი გამოცდილება.
შეჯიბრებისთვის 3-4 დღეა გათვალისწინებული. პირველ ივლისს არის ჩამოსვლის თარიღი, 2- ში აქვთ ვარჯიშები გოგონებს. ასევე იქნება მსაჯთა და მწვრთვნელთა კრება და კენჭისყრა.
დადგინდება საბოლოო სიები და პატარა სემინარი ჩატარდება მსაჯებისთვის. ტურნირი ჩატარდება ვაკეში, ქალბატონი ნელის სახელობის აკადემიაში.
- ნელი სალაძე:
- დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ გვაქვს, თუ რომელი ქვეყნებიდან გვეყოლებიან სტუმრები. როგორც ვიცი, ჩამოდიან რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყირგიზეთიდან... ლიბანიდანაც უნდოდათ ჩამოსვლა, მაგრამ ჯერ დაზუსტებით არ ვიცით საბოლოო პასუხი.
შეჯიბრება 3 ივლისს იწყება. ჩვენი მიზანია, რომ სპორტსმენებმა უფრო მეტი გამოცდილება დააგროვონ. ევროპაში სპორტსმენებს მეტი შესაძლებლობა აქვთ, მეზობელ ქვეყნებთან მოსინჯონ ძალები. ჩვენ ხანდახან, მართალია, აზერბაიჯანში გავდივართ, სომხეთშიც, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
ჩვენი სპორტსმენები, რომლებიც არ არიან ნაკრებში, არ გამოდიან გრანპრიზე, მსოფლიო თასებზე, ევროპაზე, საზღვრებს გარეთ უნდა გავიყვანოთ. ამიტომ ძალიან კარგია ასეთი ტურნირი და გადავწყვიტეთ, საქართველოში ჩავატაროთ.
ვფიქრობთ, რომ კიდევ შიდა შეჯიბრებები დავუმატოთ, რათა მეტი სტარტი ჰქონდეთ სპორტსმენებს. ძალიან მიხარია, რომ მე პირადად მაქვს შესაძლებლობა, ჩავატარო ეს ტურნირი.
ეს შესაძლებლობას მაძლევს, გავიხსენო ჩემი აღსაზრდელები, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი ქვეყანა. ვიხსენებთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც აღარ არიან დიდ სპორტში და გარდა სტარტებისა, ეს დატვირთვაც აქვს ამ ტურნირს.
პირადად ჩემი თანხებით ვაკეთებ ამ ტურნირს, მე ვარ ორგინიზატორი. 200-მდე მონაწილე იქნება შეჯიბრებაზე. გვყავს, 8, 9, 10 წლის მონაწილეებიც, მაგრამ ძირითადად, პრეიუნიორები, იუნიორები და სენიორები გამოდიან ტურნირზე. ახლა დავაწესეთ, რომ 7-ში, როგორც კი დამთავრდება შეჯიბრება, პატარებსაც ჰქონდეთ გამოსვლის შესაძლებლობა, ვგულისმობ 6, 7, წლის ბავშვებს. ნახონ თავიანთი თავი, მოსინჯონ ძალები, იგრძნონ შეჯიბრების ხიბლი.
ავტორი: რუსკა კილასონია

altტანვარჯიშის ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც 2019 წელს საქართველოში ჩატარდება

alt"სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი ძალიან გაიზარდა" - რამდენად პერსპექტიულია ტანვარჯიში საქართველოში?

altრისთვის არის კარგი და რა ასაკში უნდა მივიყვანოთ ბავშვი ტანვარჯიშზე

Sportall.Ge

 
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული