წყალბურთელ ვაჟთა ჩემპიონატის ფინალი: "დინამომ" პირველი შეხვედრა მოიგო

AutoSharing Option
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკის" აუზში დასასრულს უახლოვდება საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა 2018-19 წლების ეროვნული ჩემპიონატი. გუშინ ორი შეხვედრა გაიმართა.

"დინამო" - "თბილისი" 14:12

4:3, 3:3, 2:1, 4:2

დინამო: რაზმაძე, შავშიშვილი (1), ვაპენსკი (4), თეთრაძე (1), დვალი, ადეიშვილი (1), ხვედელიანი (2), ბაღათურია, რურუა (1), მემანიშვილი, ერისთავი, ქართველიშვილი, გვეტაძე.

თბილისი: კაპანაძე, ჩიქვინიძე (1), დიასამიძე, იმნაიშვილი, სამყურაშვილი, ხოხაშვილი, ჯახაია (2), კუჭუაშვილი, მესხი (1), მაგრაქველიძე (3), შუშიაშვილი (1), დადვანი, ბარაბაძე.

მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ამ გუნდების შეხვედრა დაძაბულობით გამოირჩეოდა და გამონაკლისი არც გუშინდელი პაექრობა ყოფილა. ანგარიში "თბილისმა"
გახსნა - თავი იმნაიშვილმა გამოიჩინა. წუთის შემდეგ ადეიშვილმა წონასწორობა აღადგინა. პირველი პერიოდის დასრულებამდე წუთ-ნახევრით ადრე ანგარიში თანაბარი იყო, მაგრამ დარჩენილ დროში ხვედელიანმა შეძლო "დინამოს" წინ გაყვანა. მეორე რვაწუთიანი მონაკვეთი ფრედ დასრულდა. შესვენების შემდეგ თბილისელები გააქტიურდნენ და მესამე პერიოდის მეექვსე წუთზე ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ.

საფინალო სასტვენამდე დარჩენილ ოთხ წუთში "დინამომ" თეთრაძისა და ვაპენსკის გოლებით მატჩის გადარჩენა შეძლო - 10:10. პენალტების სერიაში უფრო ზუსტნი დინამოელები აღმოჩნდნენ და  4:2 გაიმარჯვეს. სერია 2 გამარჯვებამდე გრძელდება.


"არენა" - "ლოკომოტივი" 5:17

1:5, 2:4, 0:3, 2:5

არენა: ჩხიკვაძე, კირიაკიდი, ჩიქოვანი, გავაშელი, გაბადაძე (1), ტყეშელაშვილი (1), პატარიძე, გიორგაძე (1), ჯიბლაძე, ჩხეიძე (1), ნარეშელაშვილი, იმნაიშვილი (1), ჭუმბურიძე.

ლოკომოტივი: გარსევანიშვილი, ალავიძე (1), ქარჩილაძე, ფურცელაძე (2), ბაბუნაშვილი, ყავლაშვილი (3), რუსიშვილი (5), ივანიშვილი (3), ურუშაძე (2), გეგელაშვილი, წულუკიანი, ჩიკვაიძე (1), ბუღაძე.

რეგულარულ პირველობაში "ლოკომოტივმა" "არენას" ხუთივე მატჩი მოუგო. რკინიგზელებს გამარჯვება არც ბრინჯაოს მედლებისთვის ორთაბრძოლაში გასჭირვებიათ - 17:5.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული