U15. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 ივლისს ბულგარულ ბურგოსში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 15 წლამდე წყალბურთელთა ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა.

ქართველმა წყალბურთელებმა მერვედფინალში სლოვაკეთთან 12:8 გაიმარჯვეს. 25 ივლისს, საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში საბერძნეთს შეხვდება. მატჩი 21:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს იუნიორთა ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში.

ამ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გელა ტუკვაძემ:

"ძალიან რთული შეხვედრა იყო. თავიდან შანსები ალბათ 50/50-ზე გვქონდა. ჩვენმა გუნდმა უფრო კარგად, უფრო ძლიერად და უფრო მოტივირებულად ითამაშა. ვგრძნობდით იმ პასუხისმგებლობას, რაც ამ თამაშს მოჰყვებოდა. ევროპის საუკეთესო 8 გუნდში
შევედით და ამით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. ახლა შევეცდებით, დავისვენოთ და მეოთხედფინალში უკვე მაქსიმალურად დავიხარჯოთ", - აღნიშნა მწვრთნელმა.

საქართველო - სლოვაკეთი 12:8 (4:2, 4:1, 2:2, 2:3)

საქართველო: ჩაგელიშვილი, კოზაშვილი (1), გოცირიძე, ბაგაშვილი, გელაშვილი (1), ს. ტყეშელაშვილი (2), ახვლედიანი (3), ვასაძე, გორგოძე (1), კირიაკიდი, ჩიქოვანი (4), ცოტაძე, ნ. ტყეშელაშვილი

ჩვენი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე რუსეთს დაუზავდა (9:9), იტალიასთან წააგო (8:12)
ჰოლანდიას კი მოუგო (14:11).

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
გილოცავთ! გისურვებთ შემდგომ წარმატებებს.
გიზოგ
18:28 24-07-2019
0
ძალიან მაგარია, მაგრამ მეოთხედფინალში ვის ვხვდებით და როდის?
iolasha
18:21 24-07-2019
0

სიახლეები პოპულარული