U15. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მეოთხედფინალში საბერძნეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
25 ივლისს, ბულგარეთში მიმდინარე ევროპირველობაზე საქართველოს 15 წლამდე წყალბურთელთა ნაკრები მეოთხედფინალში დაძაბულ ბრძოლაში საბერძნეთთან 10:12 (3:3, 2:3, 3:1, 2:5) დამარცხდა.

ჩვენმა გუნდმა თავდადებით იბრძოლა, დასკვნითი მეოთხედის წინ იგებდა კიდეც, მაგრამ ბოლოს მეტოქემ იმარჯვა.

ბესარიონ ახვლედიანმა 5 გოლი გაიტანა, თითო-თითო კი - გიორგი კოზაშვილმა, საბა ტყეშელაშვილმა, დავით გორგოძემ, გიორგი კირიაკიდიმ და ლუკა ჩიქოვანმა.

საქართველოს ნაკრები მეხუთე-მერვე ადგილებისთვის განაგრძობს ბრძოლას და 27 ივლისს ხორვატიას შეხვდება.


Sportall.Ge




მკითხველის კომენტარები / 1 /
საბერძნეთი ერთერთი საწყალბურთო ქვეყანაა და მათთან სამი პერიოდის შემდეგ რომ ვიგებდით,უკვე დიდებული შედეგი.ალბათ ფიზიკური გამძლეობა აღარ გვეყო და წყალბურთელები გაგვიძევეს,მსაჯები ხომ ჩვენ ყოველთვის გვჩაგრავენ.8 საუკეთესოში მოხვედრა,უკვე წარმატებაა დღევანდელი ქართული წყალბურთისათვის და სასიხარულოა,რომ ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები სულ უფრო მაღალ დონეზე თამაშობენ.ესე იგი ქართული წყალბურთი მალე ჩადგება წამყვან სახელმწიფოთა ჩამონათვალში.სამი დიდი აუზი თბილისში,ბათუმში და ქუთაისში,აუზების ქსელი ზღვისპირეთში,ზღვიდან წყლის გადმოტუბვით აუზში და ვფიქრობ,ესეც კი საკმარისი იქნება მსოფლიოს ათეულში შესასვლელად და წყლის სპორტის სახეობების მასობრიობის გასავითარებლად საქართველოში.პირველ ეტაპზე მაინც.
სოსო
10:13 26-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული