U15. სენსაცია - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ხორვატია დაამარცხა!

AutoSharing Option
საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლაში ხორვატიას (7:7 პენ 4:3) სძლია.

სენსაცია რომელსაც არავინ მოელოდა!

ქართველმა ბიჭებმა უდიდესი სენსაცია გამოაცხვეს. ხორვატიაში წყალბურთი თუ რა დონეზეა და მათი ნაკრები ევროპულ თუ მსოფლიო დონეზე რა წარმატებებს აღწევს, ალბათ, სპორტის მოყვარულებისათვის უცხო არაა. კიდევ ერთხელ დაანახეს ყველას თუ რაოდენ დიდი პროგრესს განიცდის ეს სპორტის სახეობა საქართველოში და ალბათ, სულ მალე აღნიშნული სახის წარმატებას და კიდევ უფრო მეტს ჩვენი დიდი ნაკრებიც მიაღწევს ასეთი ნიჭიერი თაობის ხარჯზე.

მთელი მატჩი დიდი დაძაბულობით გამოირჩეოდა.
არც ერთი გუნდი უპირატესობის დათმობას არ აპირებდა. პირველი ბურთი პირველივე წუთზე იაკობ ცოტაძემ გაიტანა და საქართველო დააწინაურა, პერიოდის ბოლოსწინა წუთზე მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მალე გიორგი კოზაშვილმა საქართველო კვლავ წინ გაიყვანა და პერიოდიც ასე დასრულდა.

მეორე პერიოდის საწყის წუთებში ხორვატებმა 2 გოლის გატანა შეძლეს და დაწინაურდნენ 3:2, მაგრამ გიორგი კირიაკიდმა და ბესარიონ ახვლედიანმა ასევე ორი გოლით უპასუხეს და ორი პერიოდის შემდეგ უპირატესობა კვლავ შეიარჩუნეს.

მესამე პრეიოდის საწყისი წუთები კვლავ მეტოქის აღმოჩნდა და 2 გატანილი გოლით ისევ წინ გავიდნენ, მაგრამ ამით ვერ შეძლეს ქართველი ბიჭების გატეხვა, მათაც იგივე გაიმეორეს - ბესარიონ ახვლედიანმა და სანდრო ვასაძემ 6:5 წინ გაიყვანეს გადამწყვეტი პერიოდის წინ საკუთარი გუნდი. მეოთხე პერიოდის საწყის წუთებზე ლუკა ჩიქოვანმა საქართველოს ნაკრები 2 ბურთით გაიყვანა წინ (7:5), რასაც თითქოს უნდა გაეტეხა ხორვატები, მაგრამ მათ მტკიცე ნერვები აღმოაჩნდათ და შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.

ბოლო 2:48 წუთი ისე გაილია, გოლი აღარ გასულა და გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო გახდა პენალტების სერიის დანიშვნა, სადაც მშვენივრად ითამაშა ნაკრების მეკარემ გიორგი ჩაგელიშვილმა და 2 პენალტი მოიგერია, რითაც ჩვენს ბიჭებს ტურნირზე მე-6 ადგილი გაუნაღდა. ამას კი ჩემპიონატის დაწყებამდე ვერავინ წარმოიდგენდა.

ვულოცავთ ჩვენს "ოქრო ბიჭებს" ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ მე–5 ადგილისათვის მატჩში სერბებთან ასევე წარმატებულად ეთამაშოთ.

საქართველო – ხორვატია (7:7 პენ 4:3)
საქართველო: გიორგი ჩაგელიშვილი, გიორგი კოზაშვილი (1), ალექსანდრე მიქაუტაძე, ,არჩილ ბაგაშვილი, გუგა გელაშვილი, საბა ტყეშელაშვილი, ბესარიონ ახვლედიანი (2, კაპ), სანდრო ვასაძე (1), დავით გორგოძე,  გიორგი კირიაკიდი(1) , ლუკა ჩიქოვანი (1), იაკობ ცოტაძე(1), ნიკოლოზ ტყეშელაშვილი

პენალტები გაიტანეს: ჩიქოვანმა, ცოტაძემ, ახვლედიანმა, კოზაშვილმა

2 მოგერიებული პენალტი: ჩაგელიჩვილი

მომზადებულია საქართველოს საწყალოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ფეისბუქის გვერდის მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვაჟკაცები!!!!!!!!!!!!!!!!
rigiti
19:48 28-07-2019
0
ხორვატებზე წყალბურთში მოგება არაა ხელწამოსაკრავი საქმე!......წინვლა და წარმატებები,კაცებო!!!
magaria!
12:47 28-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული