ბრძოლა ისეთი გამოვიდა, როგორსაც რინერი ჩვეული არაა. მიმდინარე გათამაშებაში ოთხივე ბრძოლის იპონით მომგებმა რინერმა, თუშიშვილს ძირთად 4 წუთში ვერაფერი მოუხერხა და დამატებითი დროის დაწყებიდან ათიოდ წამში კინაღამ თავად წააგო - გურამს ვაზარამდე ძალიან ცოტა დააკლდა. რამდენიმე წამში კი, თუშიშვილი მეტოქის ილეთს თავად წამოეგო და დამარცხდა.
გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.
თუ რა დონის ძიუდოისტია ტედი
თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ადამ ოქრუაშვილის დამმარცხებელ ნაიდან ტუვშინბაიერთან დაახლოებით 19 საათსა და 40 წუთზე იჭიდავებს. მანამდე, დაახლოებით 19 საათსა და 15 წუთზე, ფინალურ დაპირისპირებას გამართავს ვარლამ ლიპარტელიანი.
- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ვარლამ ლიპარტელიანი ფინალში გავიდა
- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოქრუაშვილი ბრინჯაოსთვის ვეღარ იბრძოლებს