გერმანიაში ყველაზე "ქართული" კლუბი ამჯერად "ეტლინგენია", სადაც სამი ქართველი ჭიდაობს: გიორგი ბროლაშვილი (60), თამაზ კირაკოზაშვილი (81) და დავით ლორიაშვილი (+100), თუმცა ბუნდესლიგაზე საუბარს მაინც ევროპული ძიუდოს ფლაგმან "აბენსბერგით" დავიწყებთ, რომელსაც ტახტი ისევ ქართულმა კლუბებმა შეურყიეს. იქ წლეულს ორი ქართველი გამოდის: ევროპის ბრინჯაოსმედალოსნები, ზებედა რეხვიაშვილი (81) და ბექა ღვინიაშვილი (90).
"აბენსბერგმა" ამ
რეხვიაშვილი გერმანელ იოჰანეს კარშს დაეჭიდა და წმინდად მოუგო, ღვინიაშვილს კი მეტოქედ პატრიკ ციჩომსკი დაუყენეს. თუმცა ამით ანგარიში არ შეცვლილა და ისევ ქართველმა იმარჯვა იპონით.
მეორე შეხვედრაში 81 კილოგრამში ორივე კლუბმა შეცვალა მონაწილე, აბენსბერგელებმა კი სვენ მარეში დააყენეს, ვინც ასევე წმინდად იმარჯვა. 90-ში ყველაფერი უცვლელი დარჩა - მონაწილენიც და ანგარიშიც: ღვინიაშვილმა ისევ იპონით მოუგო ციჩომსკის.
სულ მალე, 7 ოქტომბერს "აბენსბერგი" სახლში მიიღებს "ასაჰი სპრემბერგს" და კვლავაც ფავორიტი იქნება. ცხადია, "აბენსბერგი" ლიდერობს თავის სამხრეთულ ჯგუფს (არის ჩრდილოეთის ჯგუფიც) - მის ანგარიშზე 9 ქულაა.
რაც შეეხება "ეტლინგენს", მან შინ მიიღო "ჰამბურგერი", თუმცა ქართველებმა წაგებისგან ვერ იხსნეს: 5:9 დამარცხდნენ.
კირაკოზაშვილმა ორივე შეხვედრა მოიგო: ანტონი ზინგთან ჯერ გაფრთხილებით იმარჯვა, მერე კი იპონით მოუგო. ბროლაშვილი მხოლოდ მეორე შეხვედრაში დააყენეს და საქართველოდან წასულ ოთარ ბესტაევთან დამარცხდა. წააგო ლორიაშვილმაც, ვინც ამჯერად მძიმე წონაში მოგვევლინა. ის მხოლოდ პირველ ბრძოლაზე დააყენეს რობინ ვენდტთან. განმეორებით შეხვედრას "ეტლინგენიც" 7 ოქტომბერს იჭიდავებს და საპასუხო ვიზიტით ეწვევა ჰამბურგელებს.
ამავე დღეს მეორე ბუნდესლიგაში "ტსვ ბაიერნიც" იჭიდავებს, რომელსაც შარშან შემადგენლობაში ბაჩუკი ჭიკაიძე (73) ჰყავდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"