აბუ დაბის გრან პრი: ღვინიაშვილი ნახევარფინალშია, ლიპარტელიანი პირველივე შეხვედრას გამოეთიშა

AutoSharing Option
დღეს, 28 ოქტომბერს, ქართველი ძიუდოისტები ბექა ღვინიაშვილი (90) და ვარლამ ლიპარტელიანი (100) აბუ დაბის გრან პრიზე ასპარეზობენ.

ღვინიაშვილმა პირველ შეხვედრაში ბრაზილიელი ედუარდო ბეტონი დაამარცხა, შემდეგ კი მეოთხედფინალში ტაჯიკელ კომნორშოხ უსტოპირიონს სძლია. ნახევარფინალში რუს ალექსანდრ როსლიაკოვს შეხვდება

ლიპარტელიანმა კი პირველივე შეხვედრაში იტალიელ გუილანო ლოპორჩიოსთან ტურნირს გამოეთიშა.

ბექა ღვინიაშვილს უახლოეს ნახევარ საათში უნდა ველოდოთ
აბუ დაბის გრან პრი. ნახევარფინალები- ბექა ღვინიაშვილი (90კგ) [LIVE]

ტურნირის ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლიპოს წაგებაზე სულ ეგ გაქვთ სათქმელი?აღმაშფოთებელი მსაჯობა იყო.ჯერ ვარლამი გააფრთხილეს,რისთვის ვერ გავიგე მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ იტალიელი,მეორე გაფრთხილება კი საერთოდ აღარ აღირსეს მეტოქეს,არა და ბოლო სამი წუთი მხოლოდ ვარლამი ჭიდაობდა.ის წაგების ჩათვლა კი საერთოდ სასაცილო იყო,რა დარღვევა დაინახეს ვერ გავიგე,ხელი დაუჭირა და წაიღო, სახიფათოც თითქოს არაფერი გაუკეთებია.უბრალოდ ასე უნდოდათ.
სოსო
16:22 28-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული