პირველი მედალი რუსეთიდან! - ვაჟა მარგველაშვილმა რუსს მეტოქეს ულამაზესი გდებით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 დეკემბერს ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა (73) სანქტ პეტერბურგის მსოფლიოს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუს მიხაილ პულიავეს შეხვდა და უალამაზესი გდებით ვაზარი მიითვალა, თუმცა გდება აშკარად იპონს იმსახურებდა. ამის მიუხედავად მარგველაშვილმა საბოლოოდ მაინც მოიგო შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი (66) პირველივე წრიდან ჩაება შეჯიბრებაში და რუს ანზაურ არდანოვს ვაზარით მოუგო.

შემდეგ კი მოლდოველ დენის ვიერუ დაამარცხა. მესამე შეხვედრაში კი ქართველი ძიუდოისტი ყაზახ იელდოს ზუმაკანოვთან იპონით დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ულოცავ ვაჟას წარმატებას, მაგრამ ამ კომენტატორების კი გამკვირვებია რაააა!!! შე კაი დედმამის შვილო, როცა ძიუდოს რეპორტაჟს აკეთებ და პრეტენზია გაქვს ამაზე, წესებს ზედმიწევნით კარგად თუ არა, საშუალო დონეზე მაინც ხომ უნდა ფლობდე!!! რომელ იპონზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა მეტოქე ცალ მხარზე დაანარცხა ვაჟამ. მსაჯებმა ზუსტად შეაფასეს ეს გდება. ეს მე, დილეტანტმა მოყვარულმაც შევნიშნე.
gogi
16:35 20-12-2017
0
ლინკი დადედ ვინმემ მეგობრებო.
bajo
12:13 17-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული