ჭრიკიშვილის მეუღლე: ავთოს სახელით, ბოდიშს ვუხდი მის გულშემატკივრებს

AutoSharing Option
ავთანდილ ჭრიკიშვილი სარაევოში 5-6 მაისს გასამართ ევროპის თასის ტურნირზე მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა მეუღლემ, თამუნა გვენეტაძემ დაწერა.

"როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე ხნის წინ ავთომ განაცხადი გააკეთა სარაევოში გასამართ ევროპის თასის ტურნირზე საასპარეზოდ, სადაც ის გამთენიისას უნდა გამგზავრებულიყო.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ავთო აღარ იასპარეზებს ზემოხსენებულ ჩემპიონატში.

ავთოს სახელით, ბოდიშს ვუხდი მის გულშემატკივრებს ამ მოლოდინის გაცრუებისთვის და გპირდებით, ავთოს უახლოეს მომავალში კვლავ იხილავთ ტატამზე.

რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ აღარ
მოხდა მისი გამგზავრება ბოსნიაში, ამასთან დაკავშირებით, ძიუდოს ნაკრები თავად გააკეთებს განცხადებას უახლოეს საათებში.

კიდევ ერთხელ გიბოდიშებთ შექმნილი ვითარების გამო და მადლობას გიხდით გულშემატკივრობისათვის", - წერს თამუნა გვენეტაძე.

Sportall.Ge

▶ ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება
▶ ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ
▶ ირაკლი ცირეკიძე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აღარ გაწვრთნის
▶ თუშიშვილი მსაჯებმა დაჩაგრეს და საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა




მკითხველის კომენტარები / 5 /
ძაან მიყვარს ჭრიკიშვილი,მაგრამ ჯობია ცოლს და სიდედრს ნუ გარევს თავის საქმეში.
კეთილისმსურველი
12:55 04-05-2018
2
ავთო მებრძოლი ბიჭია, მისი ერთი სხვატკის ყურება სჯობია ბევრის მთლიანი შეხვედრების ნახვას,თუნდაც წააგოს, მაინც ღირსეულად ჭიდაობს. გელოდებით ავთო, 90-შიც გაგვიჭირდა მგონია.
ჯ ი ჯ ი
13:20 04-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული