ვარლამ ლიპარტელიანი: ზვიადაური თუ პრეზიდენტი გახდება, მე ძიუდოდან წავალ

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედში" გადაცემა "სპორტი იმედზე" ვარლამ ლიპარტელიანმა, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის ბრალდებაზე ისაუბრა, რომ ძიუდოისტთა პროტესტი მართულია.

▶ დავით ქევხიშვილი: გადადგომას არ ვფიქრობ... რაში შევუშალე ხელი?
▶ "არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება"

- ჩვენს ზემოთ არავინ არ დგას, არც ერთი პიროვნება და ეს პროცესები არ არის მართული, მე მთელი ცხოვრება მოვდივარ სპორტით. მე ჩვენს ჰიმნზე იმიტომ არ ვდგავარ, იმიტომ არ ვწევ დროშას, რომ მერე ვიღაცასთან თავი ვიმართლო. პირობას ვდებ, რომ
მსგავს რამეს არასდროს გავაკეთებ.

მე შემიძლია ნებისმიერ პიროვნებასთან დავჯდე და ვისაუბრო, თუ სად დაიწყო ეს ყველაფერი და რამ გამოიწვია ჩვენი პროტესტის ეს ფრომა.

ჩვენს უკან არავინ არ დგას, არც ერთი პიროვნება და არც ერთი ძალა. თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ ვინმე მმართავს, გავაკეთებ განცხადებას და წავალ ძიუდოდან.

მე ზურაბ ზვიადაურთან ახლო ურთიერთობა მაქვს და ვიცი რა ინტერესი აქვს. ჩვენ ძიუდოისტები მის მაგალითზე გავიზარდეთ. პირდაპირ გეტყვით რას ცდილობს ზვიადაური: მისი მოყვანილია დავით ქევხიშვილი, მისი კონსულტაციით დაინიშნა და იგი თავისი შეცდომის გამოსწორებას ცდილობს.

ამიტომ იძახის ზვიადაური პირველი და ქევხიშვილს ააშკარავებს. მე ვიცი, რომ ზურაბ ზვიადაურის ინტერესში არ შედის თანამდებობის დაკავება, თუ ის ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნება, მე იმ დღესვე წავალ ძიუდოდან.

მე თუნდაც ძიუდოზე მომიწიოს თავის დანებება, ბოლომდე ვიბრძოლებ, ჩემი ქვეყნის ჯარისკაცი ვარ და ჩემს სიმართლეს ბოლომდე გავიტან!

ფედერაციის პრეზიდენტად უნდა მოვიდეს ისეთი ადამიანი, რომელიც არის კარგი მენეჯერი, აქვს საერთაშორისო ფედერაციასთან კონტაქტი, რომელიც არ ჩაერევა მწვრთნელთა საქმიანობაში და თავის საქმეს მიუდგება პროფესიონალურად.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ვარლამ 100% გეთანხმები!
zaza
00:25 05-05-2018
7
ლიპოს ნათქვამიდან გამომდინარე ზვიადაურს უნდა სიტუაციის გამოსწორება და პრეზიდენტობის სურვილი არ ამოძრავებს. თუ ზვიადაური ტყუილს ამბობს მაშინვე წავალ ძიუდოდანო. გაუგებარი არაფერია და ისიც ვიცი ლიპარტელიანის დონის მოაზროვნე ძიუდოიტს ბევრი ნატრულობს მსოფლიოში.
გიორგი
09:58 05-05-2018
2

სიახლეები პოპულარული