როგორც შეხვედრის შემდეგ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფედერაციაში სიტუაცია მწვავეა და საკითხი სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს. მისივე თქმით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც არ განხორციელებულა კონკრეტული ცვლილებები და სპორტსმენებს არ მიუღიათ რაიმე ტიპის დაპირება.
მინისტრის განცხადებითვე, ის ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში არ იქნება, ხოლო ოფიციალური ვიზიტების დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ შეხვდება სპორტსმენებს, ასევე, ძიუდოს ფედერაციასა და ფედერაციის პრეზიდენტს.
"საკითხი ძალიან მწვავედ დგას და ის საკითხები, რაზეც
დაბრუნების შემდეგ კიდევ გვექნება შეხვედრა, რათა საკითხის განხილვა მოხდეს. კონკრეტული გადაწყვეტილებები დღეს არ მიგვიღია და არც დაპირებები გაგვიცია“, - აღნიშნა გუშინ მიხეილ გიორგაძემ.
გუშინ ძიუდოს ფედერაციის სპორტსმენთა ნაწილმა ფედერაციასთან აქცია გამართა. ისინი მოითხოვენ, დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. სპორტსმენთა განცხადებით, ქევხიშვილი ვერ უმკლავდება ფედერაციაში არსებულ პრობლემებს; ასევე, კითხვის ნიშნებს იწვევს ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომლებიც უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტმა განახორციელა.
ძიუდოს ფედერაციაში ყრილობა 10 მაისს არის დანიშნული, თუმცა ძიუდოისტები იმედოვნებენ, რომ ქევხიშვილი დაკავებულ თანამდებობას ყრილობის ჩატარებამდე დატოვებს.
მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით
▶ ვარლამ ლიპარტელიანი - ჩვენ არც ერთი ნაბიჯით უკან არ ვიხევთ და ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის
▶ "ნუ გავხდებით მტრების დასაცინი..." - ლევან გორგაძე ქართველ ძიუდოისტებს მიმართავს [VIDEO]
▶ ვარლამ ლიპარტელიანი: ქევხიშვილთან ჟურნალისტების თანდასწრებით შეხვედრა გვსურდა, თუმცა დღეს კაბინეტში არ იმყოფება
▶ ავთანდილ ჭრიკიშვილი: ყველაფერზე რომ ვილაპარაკოთ, ძალიან ცუდი რაღაცების თქმა მოგვიწევს...