ჩვენს ერთობას ვერავინ დაარღვევს! - ვარლამ ლიპარტელიანის ემოციური პოსტი

AutoSharing Option
ვარლამ ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს:

"პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების თითოეული წევრი ერთ აზრზე ვართ და ერთად სამართლიანი ბრძოლისკენ ვართ მომართულნი.

ჩვენს ერთობას ვერ დაარღვევს ვერავინ! მიუხედავად უამრავი მცდელობისა".

ლიპარტელიანის პოსტში, რომლის გამოქვეყნებულ ფოტოსაც ქვემოთ ნათავთ, ზედა ნაწილში ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი არიან, რომლებიც რამდენიმე დღის წინ იაპონიაში შეკრებაზე გაემგზავრნენ.

სურათის ქვედა ნაწილში კი - ის ძიუდოისტები, რომლებმაც ვარჯიში შეწყვიტეს და დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.

Sportall.Ge

▶ ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იაპონიაში შეკრებაზე
გაემგზავრნენ

▶ ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვარჯიში რატომ შეწყვიტეთ???? ამით საკუთარ თავს რომ მოაკელით ვერ ხვდებით?! უბრალოდ მეტი დრო გამოგიჩნდათ ამ ლაი ლაისთვის! რა მაგალითი მიეცით ახალგაზრდა თაობას თუ ხართ საერთოდ აზრზე??? ქევხიშვილის გადადგომა არ გადადგომის პროცესის გამო იმხელა ჩრდილი და ზიანი მიადგა ჩვენს ძიუდოს რომ კარგა ხანი ვეღარ მოვალთ აზრზე! ძალიან გული მწყდება ბექა და თუშიც რომ ჩაებნენ ამ ამბავში!!! მაგ ფოტოზე მყოფი ბიჭებიდან თქვენ ორზე იყო მთელი იმედები, ლიპო უკვე პოლიტიკოსაა, ხოლო ჭრიკი ჩვენდა საუბედუროდ წარსული (თქვენი დაწყებულია ეს ამბავი)...დანარჩენები ისედაც ვეღარ ჭიდაობენ. ძალიან მინდა ჩემს შეფასებებში ვცდებოდე!!! წარმატებები ჩვენს ძიუდოს!!!
პაატა
17:17 09-05-2018
20
ლიპო ეს უკვე მეტისმეტია წინა დღეებში სხვანაირად ვფიქრობდი ეხლა უკვე ვრწმუნდები რომ ეს დადგმულისპექტაკლია ჯობია წახვიდეთ სიმართლე რო ვთქვა მაგ ქვედა ფოტოდა მხოლოდ თუშის იმედი მქონდა დანარჩენის იმედი არ მქონდა ასე რომ წადით შეგიძლიათ.
37

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული