ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის კაბინეტი აჭედეს და სამუშაო სკამი ნაგვის ურნასთან დატოვეს

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან ძიუდოისტთა ნაკრების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. სპორტსმენები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ისევ ითხოვენ.

პროტესტის ნიშნად, ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა სპორტსმენებმა მისი სამუშაო კაბინეტის კარები აჭედეს, ხოლო სამუშაო სკამი გარეთ გამოიტანეს და ნაგვის ურნასთან დატოვეს.

სპორტსმენების განმარტებით, პროტესტის ეს ფორმა ნიშნავს იმას, რომ არ სურთ, დავით ქევხიშვილი იყოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი.

არსებული ინფორმაციით, დავით ქევხიშვილი ამ დროისთვის ძიუდოს ფედერაციაში არ არის.

მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ვიღაცა უმიზნებს ქევხიშვილის ადგილს და ეს ვიღაცა ხაბარელი უნდა იყოს.იქნება პარლამენტის წევრიც და ფედერაციის პრეზიდენტიც რა პრობლემაა? ჯერ რბილად დაიწყო ლაპარაკი და დღეს უკვე აშკარად განაცხადა, რომ ქევხიშვილის გადასაყენებლად საკმარისი არგუმენტები არსებობსო. ამ სიტუაციას რა თქმა უნდა თვითონ ქევხიშვილმა შეუწყო ხელი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მიდის ბრძოლა ფედერაციის პრეზიდენტობითვის. ჩემი, როგორც გულშემატკივრის აზრით, ძალიან სამარცხვინოა, რაც ხდება. ამ ქმედებებით წყალში ყრის მიღწეულ წარმატებებს თითოუეული ამ დაპირისპირების მონაწილე
გგგ
23 მაისი 2018 13:08
0
სირცხვილია
www
22 მაისი 2018 17:44
8
თქვენი ყველასი მესმის, ვისაც არ მოსწონს ეს მეთოდი და ეს არც არის მოსაწონი, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ როგორც ცივილიზებული საზოგადოება, მაგრამ მეორე მხრიდან რომ შეხედო, ძალიან ძნელი ასატანია, რომ ჭიდაობდე, ვარჯოშობდე და ოფლს ღვრიდე და ვიღაც, იმიტომ რომ სკამზე ზის ითვისებდეს შენს თანხას, ცივილიზირებულ სამყაროში ასეთი რამ არ ხდება, და თუ ხდება ამას მთელი მასმედია და სპორტის სამყარო ეხმაურება და ეგრევე ტოვებენ თანამდებობას პასუხისმგებელი პირები, ასე რომ ჩვენი ძიუდოისტების საქციელი მოსაწონი ნამდვილად არაა, მაგრამ ის რაც გველესიანმა წაუყენა ბრალად ქევხიშვილს, აღმაშფოთებელია. რას მიქვია ფული აიღეთ და წადით ნაკრებიდან, რა არაკაცური და არასპორტული საქციელია, თუ ეს სიმართლეა, დაისაჯოს აუცილებლად ქევხიშვილი და სამუდამოდ მოიკვეთოს ძიუდოდან, ამ ბიჭებს კი აღუდგინონ საკუთარი ოფლით მოპოვებული პრემიები, სიმართლის მთქმელი არ უნდა ისჯებოდეს.
badri
22 მაისი 2018 14:29
2
Xabareli da midi banda
irakli
22 მაისი 2018 14:07
9
აი უკვე სულ ფეხებზე მკიდია ვინ რა მედალს დაიკიდებს,მაგ ვირებზე მე აღარასდროს არ ვინერვიულო რაა
მახო
22 მაისი 2018 13:59
13
ძალიან უნამუსო გამოდგა ქევხიშვილი. ეგ რომ მართალი იყოს, დროებით გადადგებოდა, თვითონ მოიწვევდა ფედერაციაში აუდიტს და საგამოძიებო ჯგუფს რევიზიისათვის, თავის სიმართლესაც დაამტკიცებდა, მაგრამ, ეტყობა შავ ბუხჰალტერიას ასწორებს და ზემოდანაც აცდიან ყველაფერი წესრიგში მოიყვანოს.
კეთილი სამარიტელი
22 მაისი 2018 13:56
1
ვფიქრობ უპატივცემულობაა საკუთარი ქვეყნის და ხალხის დაშანტაჟება, რომ თუ ქევხიშვილი არ წავა აღარ ვივარჯიშებ და ვიჭიდავებ. დაგეთანხმებოდი კაპიტანო თუ გააგრძელებდი ვარჯიშსაც და ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნასაც.ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს ცალკე ლიპო და ცალკე ქევხიშვილი, რომ ორივე რაღაცას მალავს და ბოლომდე არ ამბობენ. სრულიად მიუღებელია ძალიმიერი მეთოდები. საინტერესოა ვინ არიგებს ამ სპორტსმენებს ესეთი საქციელების ჩასადენად. დროა მაქსიმალური გამჭვირვალობით გამოიძიოს შესაბამისმა უწყებებმა ქევხიშვილის მმართველობა ფედერაციაში და დეტალური ფინანსური ანგარიში წარუდგინოს საზოგადოებას. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვაფინანსებთ ამ ფედერაციასაც და სპორტსმენებსაც.
გიორგი
22 მაისი 2018 13:30
11
რასაც ეს სპორტსმენები აკეთებენ უკვე ყველანაირ კანონიერ ზღვარს სცილდება. ფაქტია ვიღაცეებმა ფული ვერ გაიყვეს "ძიუდოს ოჯახში" და იყენებენ სპორტსმენებს. როგორც ჩანს ვარლამ ლიპარტელიანი არ ენოდობა საქართველოში არანაირ ოფიციალურ უწყებას და ძალით და ზეწოლით სურს თავისი გაიტანოს.
არ ვარ ქევხიშვილის მომხრე არანაირად. ეს უბრალოდ იმათთვის დავწერე ვისაც ობიექტურად მსჯელობა უჭირს.
გიორგი
22 მაისი 2018 13:14
9
შეგიძლიათ "ზღვარგადასული" უწოდოთ. ეს ჩემი დაწერილი სიტყვა არ არის. კარგად წაიკითხეთ ჩემი კომენთარი.
გავიმეორებ: სრულიად მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც კანონის ფარგლებს სცილდება. ესე ვერც ძიუდოს გადაარჩენს ვინმე და მით უმეტეს, ვერც ქვეყანას. ყველაფერი უნდა კანონის ფარგლებში ჯდებოდეს!!!
გიორგი
23 მაისი 2018 13:41
0
რის სათქმელად და იმის სათქმელად, რომ სპორტსმენების ქმედებას უწოდებ ზღავრსგადასულს. ზღვარსგადასული კი არა საჭიროა. სხვების გასაკეთებელი იყო ეს, რბილ სკამებში მჯდომარეების და არა სპორტსმენების, მარა იმათმა მიუშვეს და ყველაზე მეტად სპორტსმენები ხვდებიან ზუსტად რომ ღუპავენ ძიუდოს!
guga
22 მაისი 2018 14:57
3
ყველა გამოხმაურება
ნელ-ნელა არაცივილური მეთოდებით იწყებენ მოქმედებას, იმას მაინც ვერ ხვდებიან რომ ქევხიშვილის გაშვება "ზემოდან" არ სურთ?
dato
22 მაისი 2018 12:21
3
ხო და ზემოთ მჯდომებამდე უნდა მივიდეს ეს პროტესტის გზა და მათ უნდა მოეხნათ მინდორ-ველები!
guga
22 მაისი 2018 13:21
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული