ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის კაბინეტი აჭედეს და სამუშაო სკამი ნაგვის ურნასთან დატოვეს

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან ძიუდოისტთა ნაკრების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. სპორტსმენები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ისევ ითხოვენ.

პროტესტის ნიშნად, ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა სპორტსმენებმა მისი სამუშაო კაბინეტის კარები აჭედეს, ხოლო სამუშაო სკამი გარეთ გამოიტანეს და ნაგვის ურნასთან დატოვეს.

სპორტსმენების განმარტებით, პროტესტის ეს ფორმა ნიშნავს იმას, რომ არ სურთ, დავით ქევხიშვილი იყოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი.

არსებული ინფორმაციით, დავით ქევხიშვილი ამ დროისთვის ძიუდოს ფედერაციაში არ არის.

მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ვიღაცა უმიზნებს ქევხიშვილის ადგილს და ეს ვიღაცა ხაბარელი უნდა იყოს.იქნება პარლამენტის წევრიც და ფედერაციის პრეზიდენტიც რა პრობლემაა? ჯერ რბილად დაიწყო ლაპარაკი და დღეს უკვე აშკარად განაცხადა, რომ ქევხიშვილის გადასაყენებლად საკმარისი არგუმენტები არსებობსო. ამ სიტუაციას რა თქმა უნდა თვითონ ქევხიშვილმა შეუწყო ხელი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მიდის ბრძოლა ფედერაციის პრეზიდენტობითვის. ჩემი, როგორც გულშემატკივრის აზრით, ძალიან სამარცხვინოა, რაც ხდება. ამ ქმედებებით წყალში ყრის მიღწეულ წარმატებებს თითოუეული ამ დაპირისპირების მონაწილე
გგგ
13:08 23-05-2018
0
სირცხვილია
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული