"ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა" - დაკავებულია 4 პირი

AutoSharing Option
ფოტო: Georgian Judoka-ს "ფეისბუქგვერდი"

"ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა", - ამის შესახებ "ფეისბუქზე" ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა წერს.

ჯღარკავას თქმით, გუშინ, გვიან ღამით, გაფიცულ ძიუდოისტებს ცეცხლი გაუხსნეს ფედერაციის თანამშრომლებმა.

"ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა.

გუშინ, გვიან ღამით, გაფიცულ ძიუდოისტებს ცეცხლი გაუხსნეს ფედერაციის თანამშრომლებმა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, დაკავებულია 4 პირი, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ძიუდოისტებს, მათ შორისაა ჭაბუკთა მწვრთნელი და დავით ქევხიშვილის მხარდამჭერი - ლომერ ჟორჟოლიანი.

თვითმხილველების განცხადებით, ლომერ ჟორჟოლიანმა უშუალოდ დაჭრა ერთ-ერთი პირი ძიუდოს ნაკრების მხრიდან, პატრულისა და ათეულობით მოწმის
თანდასწრებით, ქალაქის ცენტრალურ უბანში.

ამავე თვითმხილველის განცხადებით, დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდა დავით ქევხიშვილი, რომელმაც სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია.

ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ქუჩაში გამოსულია ათასობით ადამიანი ლოზუნგით #ნუმომკლავ! სწორედ ამ დროს, მწვრთნელმა სცადა სპორტსმენების მოკვლა.

დროა, დასრულდეს ეს განუკითხაობა, სასწრაფოდ გამოიძიონ ჩადენილი დანაშაული და ამ ფაქტს მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან", - წერს ჯღარკავა სოციალურ ქსელში.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაჭრილია იოსებ წელაური.

Sportall.Ge

"ინტერპერესნიუსის" ინფორმაციით, ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებსა და გაფიცულ ძიუდოისტებს შორის დაპირისპირების ფაქტზე ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლომერ ჟორჟოლიანია დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, ლომერ ჟორჟოლიანმა ერთ-ერთი ძიუდოისტი იოსებ წელაური დაჭრა. დაპირისპირება, სავარაუდოდ, გუშინ, აღმაშენებლის გამზირზე, "მაკდონალდსთან" მოხდა და მასში ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილიც მონაწილეობდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 126-ე და 236-ე მუხლებით. უწყებაში ადასტურებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

altზურაბ ზვიადაური ძიუდოისტის დაჭრის ამბავზე: ეს უკვე მე­ო­რე ფაქ­ტია, როცა სპორ­ტსმე­ნებ­ზე მოხ­და ზე­წო­ლა

altშსს ძიუდოისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

alt"ჩვენ საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები ვტოვებთ შეკრებას და ვუერთდებით ჩვენ ძმებს!"

მკითხველის კომენტარები / 35 /
ძიუდოისტებო, აწი გინდა 10 ოლიმპიური მედალი რომ ჩამოიტანოთ, მაინც არ მიყვარხართ.
თქვე ფულის მონებო, და სკამის მონებო. ნუთუ არც ერთ მხარეს არა აქ ს ჭკუა.
აგერ გიდევ იარაღის ჟღარუნი შუა ქალაქში. ფუუუ.
დასრულდა ძიუდო!
02 ივნისი 2018 00:15
6
ქევხიშვილის აღმასკომი თუ დარჩა, რა აზრი აქვს ყველაფერ ამას ??? ტოტიკაშვილი მწვრთნელად ?? არ ყოფნის მსაჯობა ? ამ დროს, ხაბარელს იშორებენ ???
მიშა63
06 ივნისი 2018 17:05
0
ქომაგები ორივე მხარეს ესე მაგრა რატო გკიდივარტ?
liverpuli barselonas supermarketi.
02 ივნისი 2018 02:16
0
მე ამ ყველაფერზე ვღადაობ ჰა ჰა ჰა ჰა
jimi-jimi
01 ივნისი 2018 16:30
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული