"ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა" - დაკავებულია 4 პირი

AutoSharing Option
ფოტო: Georgian Judoka-ს "ფეისბუქგვერდი"

"ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა", - ამის შესახებ "ფეისბუქზე" ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა წერს.

ჯღარკავას თქმით, გუშინ, გვიან ღამით, გაფიცულ ძიუდოისტებს ცეცხლი გაუხსნეს ფედერაციის თანამშრომლებმა.

"ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა.

გუშინ, გვიან ღამით, გაფიცულ ძიუდოისტებს ცეცხლი გაუხსნეს ფედერაციის თანამშრომლებმა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, დაკავებულია 4 პირი, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ძიუდოისტებს, მათ შორისაა ჭაბუკთა მწვრთნელი და დავით ქევხიშვილის მხარდამჭერი - ლომერ ჟორჟოლიანი.

თვითმხილველების განცხადებით, ლომერ ჟორჟოლიანმა უშუალოდ დაჭრა ერთ-ერთი პირი ძიუდოს ნაკრების მხრიდან, პატრულისა და ათეულობით მოწმის
თანდასწრებით, ქალაქის ცენტრალურ უბანში.

ამავე თვითმხილველის განცხადებით, დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდა დავით ქევხიშვილი, რომელმაც სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია.

ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ქუჩაში გამოსულია ათასობით ადამიანი ლოზუნგით #ნუმომკლავ! სწორედ ამ დროს, მწვრთნელმა სცადა სპორტსმენების მოკვლა.

დროა, დასრულდეს ეს განუკითხაობა, სასწრაფოდ გამოიძიონ ჩადენილი დანაშაული და ამ ფაქტს მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან", - წერს ჯღარკავა სოციალურ ქსელში.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაჭრილია იოსებ წელაური.

Sportall.Ge

"ინტერპერესნიუსის" ინფორმაციით, ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებსა და გაფიცულ ძიუდოისტებს შორის დაპირისპირების ფაქტზე ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლომერ ჟორჟოლიანია დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, ლომერ ჟორჟოლიანმა ერთ-ერთი ძიუდოისტი იოსებ წელაური დაჭრა. დაპირისპირება, სავარაუდოდ, გუშინ, აღმაშენებლის გამზირზე, "მაკდონალდსთან" მოხდა და მასში ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილიც მონაწილეობდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 126-ე და 236-ე მუხლებით. უწყებაში ადასტურებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

altზურაბ ზვიადაური ძიუდოისტის დაჭრის ამბავზე: ეს უკვე მე­ო­რე ფაქ­ტია, როცა სპორ­ტსმე­ნებ­ზე მოხ­და ზე­წო­ლა

altშსს ძიუდოისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

alt"ჩვენ საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები ვტოვებთ შეკრებას და ვუერთდებით ჩვენ ძმებს!"

მკითხველის კომენტარები / 35 /
მე ამ ყველაფერზე ვღადაობ ჰა ჰა ჰა ჰა
jimi-jimi
01 ივნისი 2018 16:30
22
ტიპი ისეა განაგლებული რომ პატრულის თანდასწრებით იარაღს ესვრის სპორტსმენებს და ესენი სკამებს დათმობენ თავისი ნებით?
ქევხიშვილი ციხეში(და არა სახლში)!
01 ივნისი 2018 16:14
0
მოაშორეთ სასწრაფოდ ეს მექრთამეების და კრიმინალების ბანდა ძიუდოს ფედერაციას და მიეცით პასუხუსგებაში. ასევე მაგათი მფარველები და "ნახლებნიკები" პარლამენტში და სპორტის სამინისტროში. მართლა ჩამოგვეშალა თავზე ქვეყანა.
კოკო
01 ივნისი 2018 16:03
1
დდ სახელმწიფოს აქ ლამის მიწასთან ასწორებდენ რასქვია ერევიო ეხლა რასქვია არ ერევითო.დდ ისე მართალია ნამეტანი დემოკრატიის ღირსი არავართ როგორც ვატყობ .
zaza
01 ივნისი 2018 16:02
0
როგორც კი სახელმწიფო მანქანა სუსტდება, იქვე იჩენს თავს თავგასულობა!
მერაბი
01 ივნისი 2018 15:26
1
გამოდის რომ სახელმწიფო თვალსა და ხელს შუა გვენგრევა თავზე.
kaki
01 ივნისი 2018 15:24
1
მოდი და ნუ გაიხსენებ ცოცხებს. ესენი ვინ ყოფილან! გამოდის რომ ყველაფერში ფულია გარეული და ვერც ერთი მხარე ვერ თმობს. ეს იცის დაუსჯელობის სინდრომმა და იმან, რომ ადამიანებს არაღავის ხათრი, რიდი და თუ გნებავთ, შიში აღარ აქვთ. ხო იძახის ჩვენი მთავრობა, რომ ჩვენთვის მთავარი ადამიანიაო! კი ბატონო, იძახის. მაშინ ისმის კითხვა, რაში გამოიხატება ეს ყველაფერი. ეკე ბესელიასა და მის დამქაშებზეა ამდენი სისხლი. უკვე ყოველგვარ ზღვარს გასცდა ეს ყველაფერი.
gulo
01 ივნისი 2018 15:23
1
როგორც აქამდეც მეგონა ქევხიშვილის საკადრო პოლიტიკა სრული კრახია - დაწყებული ნაკრების მწვრთნელებიდან, დამთავრებული ფედერაციის კადრებით.
აშკარად ახალგაზრდა სპორტსმენები საკუთარი ნიჭით და პირადი მწვრთნელების დამსახურებით აღწევენ წარმატებებს. აბა გუჯეჯიანი და თურმე კრიმინალური ცნობიერების ლომერ ჟორჟოლიანი რომ იქნებიან ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები . . .
ისე ზოგიერთი სპორტსმენი კი საუბრობდა და საუბრობს ძიუდოში არსებულ სვანურ "მაფიასა" და გორულ კლანზე. და რამდენად მართალია ძალიან მაინტერესებს.
გიორგი
01 ივნისი 2018 15:20
0
პეტიცია მაქვს პარლამენტისთვის! გავუშვათ მინისტრი გიორგაძე და მისი საძმო მსოფლიოზე, ხოლო ამ ძიუდოისტებს შევუქმნათ ფოლკლორული ანსამბლი და ვამღეროთ ურეკის ფილარმონიაში! როგორია!?
ამატაკი
01 ივნისი 2018 15:20
4
სირცხვილი ქევხიშვილის კრიმინალ გუნდს, გადადექით სასწრაფოდ, ნუ კლავთ ქართულ ძიუდოს, ეს სპორტი ჩვენია, ხალხისაა და არა თქვენი კრიმინალების და მექრთამეების ბანდის. მ ო შ ო რ დ ი თ ძ ი უ დ ო ს ! ! !
ზურა
01 ივნისი 2018 15:14
1
გადადგომა ახლა მაგისთვის შესანიშნავი გამოსავალი იქნებოდა,ახლა ეგენი უკვე სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან.ღორის თავმა იგორა,იგორა და ლაფში ჩაგორდაო.ქართული ანდაზაა
სოსო
01 ივნისი 2018 17:13
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული