ჭრიკიშვილი და ღვინიაშვილი ბრატისლავაში იჭიდავებენ... იქ გაირკვევა მსოფლიოზე წამსვლელი?

AutoSharing Option
ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი (ორივე - 90) 1-2 სექტემბერს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში იჭიდავებენ ძიუდოისტთა "ევროპის ღია თასზე".

მოგეხსენებათ, ეს ორი ძიუდოისტი ამ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ერთმანეთის კონკურენტად განიხილება, რადგან უშანგი მარგიანს პლანეტის შარშანდელ პირველობაზე მოპოვებული ბრინჯაოს გამო განაღდებული აქვს ეს უფლება. უფრო სწორად, სამწვრთნელო შტაბში უმრავლესობა ღვინიაშვილის წაყვანას ემხრობა, მაგრამ ჭრიკიშვილის განცხადებამ, ვიმსახურებ მსოფლიოს პირველობაზე გამოსვლას და უსამართლოდ ვიჩაგრებიო, სოციალურ ქსელებში ქარბორბალა გამოიწვია. იმდენად დიდი, რომ საქმეში ლამის სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც (!) ჩართეს, საბოლოოდ კი ასეთ კონსესუსზე
შეთანხმდნენ.

იმედია, ორივე სპორტსმენი გაემგზავრება სლოვაკეთში და იქ ნაჩვენები შედეგით გადაწყდება 90 კილოგრამში ბაქოში, პლანეტის პირველობაზე წამსვლელი მეორე კაცის ვინაობა. თუმცა ქართულ ძიუდოში ახლა ისეთი ვითარებაა, შესაძლოა, ამ ტურნირითაც ვერაფერი გადაწყდეს. სამაგიეროდ, ის კი აშკარაა, რომ სეზონის უმთავრეს შეჯიბრებამდე 18 დღით ადრე (მსოფლიოს ჩემპიონატი ბაქოში 20-27 სექტემბერს ტარდება) შეჯიბრებაზე გამოსვლა არც ერთს არ მოუხდება.

ბრატისლავაში 73 კილოგრამში ჩვენგან კიდევ ერთი მონაწილე - ისლამ ქავთარაშვილიცაა დარეგისტრირებული, ვინც თავისი ხარჯით მიდის. თუმცა ასევე საკუთარი ფინანსებით წასვლა სხვებსაც სურთ და ვნახოთ, იქნებ ეს სია ისევ გაიზარდოს.

lelo.ge
მკითხველის კომენტარები / 24 /
წელს ღვინიაშვილს ეკუთვნის. ჭრიკიშვილი მაგარია, მაგრამ მარტო ერთი გრანპრის მოგება არ არის საკმარისი. ფეისბუკის პოსტებით არ უნდა წყდებოდეს ვინ გამოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ღვინიაშვილი წელს რომ არ გაუშვან მაგარი უსამართლობა იქნება.
გიორგი
07:21 27-08-2018
6
ეს ტრუნირი კი გადაწყვეტს, მაგრამ მაგ შეჯიბრებაზე ტრამვის და ძალების დაკარგვის დიდი საშიშროებაა, შესაბამისად რომელიც არ უნდა მოხვდეს მსოფლიოზე, ორივეს შანსები მცირდება ამ ბრატისლავის შეჯიბრებით. მოკლედ ვინმე მამალი და პასუხისმგებლობის თავისთავზე ამღები ადამიანი არ გამოჩნდა ამ ძიუდოში, ეს აჯანყებული ხალხი თავის ადგილზე, რომ დასვას და კიდევ სამართლიანად და სწორად შეძლოს წასაყვანი ხალხის დასახელება. იძირება ეს ძიუდო, ფეღბურთივით. ერთმანეთის ჯიბრში ყოფნა და ლანძღვა ცუდის გარდა არაფერს მოიტანს.
გულშემატკივარი
11:06 27-08-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული