დაძაბულ ბრძოლაში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 2 სექტემბერს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ძიუდოისტთა "ევროპის ღია თასის" ფინალში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა.

ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ორივე ძიუდოისტი ცდილობდა პოზიციური უპირატესობის მოპოვებას, თუმცა რაღაც მომენტში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი ილეთზე დაიჭირა, გდება განახორციელა და ერთი ქულით დაწინაურდა. ჭრიკიშვილის მცდელობების მიუხედავად ღვინიაშვილმა თავი კარგად დაიცვა და გამარჯვება მოიპოვა. 

ტურნირის ნახევარფინალში ბექა ღვინიაშვილმა კანადელი მოჰაბ ელ ნაჰასი დაამარცხა. ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილს საკმაოდ რთული დაპირისპირება გამოუვიდა რუს რომან დონსტოვთან, რომელიც დამატებით დროში იპონით დაამარცხა.

ტურნირს მეოთხედფინალში კანადელ მოჰაბ ელ
ნაჰასთან დაპირისპირებაში პაატა ღვინიაშვილი ტურნირს გამოეთიშა და ქართული ნახევარფინალი არ შედგება.

მოგეხსენებათ, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი ამ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ერთმანეთის კონკურენტად განიხილებოდა და დიდი ალბათობით ამ გამარჯვებით წამსვლელის ბედი ოფიციალურად გადაწყდა. 

მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა განაცხადში ამ დროისთვის უშანგი მარგიანი და გიორგი პაპუნაშვილი არიან დარეგისტრირებულები. გიორგი პაპუნაშვილს კი დიდი ალბათობით ბექა ღვინიაშვილი ჩაანაცვლებს, ხოლო უშანგი მარგიანს პლანეტის შარშანდელ პირველობაზე მოპოვებული ბრინჯაოს გამო განაღდებული აქვს ეს უფლება.

მკითხველის კომენტარები / 50 /
მარტო იმიტომ გამეხარდა ამ ბიჭის გამარჯვება რომ, ისეთი შანტაჯები მოუწყო ჭრიკიშვილის ცოლოურმა მეგონა ცოცხლად შეჭამდნენ. ყოჩაღ ბექა, აი ღირსეული და გაწონასწორებული ახალგაზრდა, აი რა ტყუილა ატეხეს ძიუდოში შანტაჯები. ბექა, გისურვებ მსოფლიო ჩემპიონობას.
ღირსეულმა ლომმა გაიმარჯვა
18:41 02-09-2018
4
ვულოცავ ბექას ამ გამარჯვებას,ღირსეულად მოიგო. თან გული მწყდება, რომ ავთო დამარცხდა. მარტო არა ვარ ალბათ, რომელსაც რაღაც გაორებული გრძნობა დამეუფლა. ყველაზე კარგ გამოსავლად ავთოსთვის წონის დაგდება მიმაჩნია, ძალა არ ყოფნის 90-ში საჭიდაოთ. წონის დაგდება რომ შეძლოს ბოლო ოთხ წონაში ბრწყინვალე შემადგენლობა გვეყოლებოდა და ამათ თუ ფორმაში მყოფ შავდათუაშვილს დავუმატებთ მსოფლიოზე მედლების ცვენას უნდა ველოდოთ. ერთს დავუმატებ რომ სისხლში გაუჯდეთ ჩვენს ფალავნებს. ერთმანეთის მტრები არასოდეს არ გახდეთ მიუხედავად ყველაფრისა.
emigranti
17:55 02-09-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული