გელა ზაალიშვილი (+100) ფინალში გერმანიის წარმომადგენელ ერიკ აბრამოვს შეხვდება. ზაალიშვილმა აქამდე რუსეთის წარამომადგენელი დავით ბაბაიანი, უნგრელი რიჩარდ უაჟულიკი და უკრაინელი ვლადისლავ ბერეზკა დაამარცხა.
ონისე სანებლიძე (100) ფინალში კოსოვოელ შპატ ზეკას დაუპირისპირდება. სანბელიძემ აქამდე გერმანელ დანიელ ზორბს, აზერბაიჯანელ ადილ კარიმლის, ჰოლანდიელი სიმეონ კატარინასა და ფრანგ პოლ დევოსის სძლია.
100-ში ჩვენი მეორე მონაწილე ზაური კენჭაძე პირველივე შეხვედრაში შვეიცარიელ დანიელ ეიჩთან დამარცხდა.
90-ში ჩვენმა ერთადერთმა წარმომადგენელმა ლაშა ბექაურმა ასევე პირველივე შეხვედრა რუს მანსურ
გოგონებში სოფიო სომხიშვილი (+78) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ფრანგ ლაურას ფუსეაუს დაუპირისპირდება. აქამდე სომხიშვილმა პოლონელ ჟულია სვიატკიევიჩს და ბულგარელ დარინა სტოიჩევას სძლია, ხოლო ნაევარფინალში გერმანელ რენე ლუჰტთან დამარცხდა.
ფინალური ბლოკი 16:30 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა 4 მედალი მოიპოვეს. გუშინ, 81 კგ. წონით კატეგორიაში, ქართული ფინალი გაიმართა, სადაც ლუკა მაისურაძემ ტატო გრიგალაშვილი დაამარცხა. შესაბამისად მაისურაძემ ოქროს, ხოლო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. გარდა ამისა გოგონებში ეთერ ლიპარტელიანმა (57) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო მარიამ ჭანტურიამ (70) ბრინჯაოს მედალი მოიგო.
13 სექტემბერს კი ჯაბა პაპინაშვილმა (60) და ბაგრატ ნინიაშვილმა (66) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
საერთო ჯამში, საქართველოს ნარკების ანგარიშიზე ამ დროისთვის 6 მედალია - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო, რაც ნამდვილად კარგი შედეგია.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. ფინალი: ლუკა მაისურაძე-ტატო გრიგალაშვილი [VIDEO]