ონისე სანებლიძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

AutoSharing Option
15 სექტემბერს ონისე სანებლიძე (100) ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

სანებლიძემ ფინალში კოსოვოელი შპატ ზეკა დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გერმანელ დანიელ ზორბს, აზერბაიჯანელ ადილ კარიმლის, ჰოლანდიელი სიმეონ კატარინასა და ფრანგ პოლ დევოსის სძლია.

100-ში ჩვენი მეორე მონაწილე ზაური კენჭაძე პირველივე შეხვედრაში შვეიცარიელ დანიელ ეიჩთან დამარცხდა.

სოფიო სომხიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მან ფრანგი ლაურა ფუსეაუ დაამარცხა.

დღეს ფინალში ასევე გელა ზაალიშვილი (+100) იჭიდავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული