შოკი! - ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრა წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა (90) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრა წააგო.

ღვინიაშვილი გერმანელ ედუარდ ტრიპელს შეხვდა და იპონით დამარცხდა. გერმანელმა ღვინიაშვილი ილეთზე დაიჭირა და საპირისპიროდ დასცა.

სამწუხაროდ, ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს უმედლოდ ტოვებს, არადა, ამ წონაში გამოსასვლელად მან ავთანდილ ჭრიკიშვილთან ერთგვარი დუელიც კი გამართა. ბრატისლავის ევროპის თასზე ბექა ღვინიაშვილმა ფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა და მსოფლიოს პირველობაზე წასვლის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 90-ში უშანგი მარგიანიც იჭიდავებს, რომლის მეტოქე ჩინელი ჰებილიჯი ბუ იქნება.
მკითხველის კომენტარები / 40 /
მიუხედავად ბექას პატივისცემისა, ავთო უნდა წასულიყო. რადგან მეტი გამოცდილება და ტექნიკურობა აქვს!მე ყოფილი ძიუდოისტი ვარ და ჩემი გადმოსახედით ასეა. ავთო დადებდა შედეგს!
კახა
24 სექტემბერი 2018 14:07
14
თვითონ ჭრიკიშვილმა როგორც გამოთქვა სურვილი, იმის მიხედვით გადაწყდა ღვინიაშვილის წასვლა. რას დადებდა, თვითონ ღვინიაშვილთან წააგო !ეგ იცით რის მერე ხდება ? ოლიმპიადამდე რომ უკვე ჩემპიონად გამოაცხადეს ჭრიკიშვილი, იმის. მთლიანად გუნდს, თითოეულ სპორტსმენს აქვს პრობლემა.
????
24 სექტემბერი 2018 15:19
3
ბექას ელემენტარული ტაქტიკაც კი არ აქვს. თავი ისევ ჭაბუკებში ჰგონია... ისე ჭიდაობს. იმასაც ვერ ხვდება, რომ მეტოქეები უკვე მასზე გამოცდილები არიან და ამ პოპულისტურ და უაზრო აქტივობას არ პატიობენ... არავის!!! იმედია, დახვეწავს თავის სტილს და ტაქტიკას...
tngh
24 სექტემბერი 2018 13:11
1
ეგ რომ აწი რამეს დახვეწავს, კარგით რაა.. კაცს რომ ტრიპელი გაჯობებს სად უნდა გამოყოს თავი :)
ლაშა
24 სექტემბერი 2018 13:49
5
აი სად უნდა შევიდეს ფინანსური პოლიცია და საქმეები გადაცეს პროკურატურას რომ ქევხიშვილიდან დაწყებული ბოდაველით დამთავრებული მზის სხივი არ უნდა დაანახო ამხელა ფულების მითვისებისთვის.ესენი არიან მომზადებულები? ამათ უფინანსებდნენ ვოიაჟებს იაპონიაში? ამიტომ უნდოდათ ეს მარადიულად პერსპექტიული ძიუდოისტები ძირითადში რომ მაყუთები ჩაეტეხათ რადგან ჭრიკიშვილთან და ვარლამთან ამდენს ვერ გაბედავდნენ
lado
24 სექტემბერი 2018 12:28
6
გამარჯობა. წააგო?? მე პაპინას ბრინჯაო უფრო გამიკვირდა ვიდრე ის რომ ასე აგებენ სუყველა. არანაირი შეკრება, არანაირი მომზადება, არანაირი დისციპლინა, არანაირი ტაქტიკური მომზადება, არანაირი გუნდური სულისკვეთება, არანაირი ფსიქოლოგიუერი მომზადება. არანაირი მომზადების პირობებშI ვინმეს უკვირს შედეგები?? უმძიმეს დღეში ვართ. ისევ ძიუდოისტებში ეძებენ ფედერაციის პრეზიდენტს. მენეჯერი, მაგარი მენეჯერი აირჩიეთ, საქმის კაცი აირჩიეთ და არა თუნდაც ძლიერი ყოფილი სპორტსმენი, რომელსაც ჯერ კითხვა აქვს სასწავლი. (წერა შეემდეგი ეტაპია). გუნდში იმის ნაცვლად საბრძოლო სულისკვეთება ყოფილიყო ბ.რი პალაჟენიააა. (გარედან და ჩერეზ "ინტერნეტი" ასე ჩანს). ვის უკვირს. ვის უკვირს. ხვალ ლიპო იგორავებს, ზეგ თუში. უზნაძემ კიდე აკბალიალაარდურუმსურუმებით მედალი გააკეთა. ვაი ჩვენს პატრონს. გამოაქვეყნეთ გთხოვთ
this is georgia
24 სექტემბერი 2018 12:19
2
რაიმე შეიცვალა ქევხიშვილის წასვლის მერე?! ახალი არჩევნებია სასწრაფოდ საჭირო ვინც ამათ ისევ შეკრავს
ara
24 სექტემბერი 2018 12:06
0
რა დაგემართა ბექა, შენი იმედი გვქონდა, არ მოველოდით. ეტყობა ნაკრებშიც ვერ არის კარგად საქმე, ერთმანეთს არ ბალეშიკობენ, დარბაზში სუყველა ცალ-ცალკე ზიან.
x.x
24 სექტემბერი 2018 12:05
0
რა ხდება ძიუდოში!? იქნებ ვინმემ ყურადღება მიაქციოთ ამ ვაკხანალიას!
Irakli
24 სექტემბერი 2018 11:57
1
დარჩა ეს ბიჭი მუდამ პერსპეტიული.
samtredski
24 სექტემბერი 2018 11:54
2
მთელი სამწვრთნელო შტაბი და აღმასკომი გასაყრელები არიან. ისევ ქევხიშვილის დაკრულზე რომ ცეკვავენ, იმიტომაც მიდის კარგად ჩვენი ძიუდოს საქმე.
თბილისი
24 სექტემბერი 2018 11:47
3
როგორც ვატყობ, ქართული ძიუდოს საქმე ერთი ადგილისკენ მიდის...
სამწუხაროდ, აი რა მოჰყვა ძიუდოს ერთიანი ოჯახის დანგრევას...
სიმართლე
24 სექტემბერი 2018 11:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული