ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებმა მედალი ვერ მოიპოვა.
ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ) პირველ შეხვედრაში ბრაზილიელ ვილიან მელოს კი სძლია, მაგრამ შემდეგ იაპონელ იუჯი აიდასთან დამარცხდა.
ეთერ ლიპარტალიანი (57 კგ) პირველივე ეტაპზე გამოეთიშა გათამაშებას - ხორვატ ტიჰეა ტოპოლევიჩთან წააგო.
გუშინ ტურნირზე ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იჭიდავა და მხოლოდ ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) გახდა ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
ხვალ ტატამზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი გავა: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლუკა მაისურაძე (81 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ) და
მარიამ ჭანტურია (70 კგ).