საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი გახდა

AutoSharing Option
24 ოქტომბერს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი გახდა.

სასტუმრო "ბილტმორში" ჩატარებულ ფედერაციის ყრილობაზე დამსწრე 41 დელეგატიდან ფარული კენჭისყრით მას ხმა 40-მა დელეგატმა მისცა (სულ ყრილობაზე მოწვეული იყო 46 დელეგატი).

გიორგი ათაბეგაშვილი ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. სხვა კანდიდატებმა: გიორგი ალექსიძემ, დავით ხახუტაშვილმა და დავით ქევხიშვილმა კანდიდატურები ყრილობის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხსნეს, ხოლო დავით ხახალეიშვილმა - რამდენიმე დღით ადრე.

დელეგატებმა მხარი დაუჭირეს ახალი პრეზიდენტის ინიციატივას, რომ ფედერაციას ოთხის ნაცვლად ამიერიდან ხუთი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდეს. ვიცე-პრეზიდენტებად აირჩიეს: ზაზა გულბიანი, ზაქრო
კევლიშვილი, თამაზ ნავერიანი, ცეზარ ჩოჩელი და თენგიზ ხუბულური. გენერალური მდივნის პოსტი ვაკანტური დარჩა და მისი დანიშვნის საკითხი მოგვიანებით აღმასკომის სხდომაზე გადაწყდება. ყრილობამ დაამტკიცა აღმასრულებელი კომიტეტის ახალი შემადგენლობა.

ყრილობას ესწრებოდა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, მარიუს ვიზერის მიერ მოვლინებული დამკვირვებელი მიშელ უეტი, რომელმაც თავად გადათვალა საარჩევნო ბიულეტენები და ყრილობის ჩატარებას დადებითი შეფასება მისცა.

altვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია


მომზადებულია Gjf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვარლამ ჭიდაობას მიხედე, თუ კაცი ხარ და შედეგები გაიუმჯობესეთ, არჩევნებზე სპორტის მერე ვეტერნობისას მიხედეთ. ახლა კი მთელი კონცენტრაცია შედეგებზე!
გიზოგ
10:28 25-10-2018
2
ქევხიშვილი-2 თუ გვიშველის)))))
zaza
21:02 25-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული