"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

AutoSharing Option
ოსაკას გრანდ სლემის უმედლოდ დასრულებას გარკვეული მიზეზებიც ჰქონია, როგორც გაირკვა, ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

Sportall.ge-ს წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირებაში ოსაკაში მყოფი თითქმის ყველა ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა.

ერთ მხარეს ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იყვნენ, რომელსაც ვარლამ ლიპარტელიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ლეხუმ ჩხვიმიანი და გიორგი ბაინდუროვი დაუპირისპირდნენ.

როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ლაშა შავდათუაშვილმა სწორედ დაპირისპირების დროს მიღებული ტრავმის შედეგად ვერ შეძლო ტურნირზე მონაწილეობის მიღება.

ჩხუბის თემატიკა კი, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე, ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის მიერ დარჩენილი
ძიუდოისტების მიმართ არგამოხატული მხარდაჭერა იყო.

"შავი (ლაშა შავდათუაშვილი) არის მაგარი ნაცემი და მაგიტომ ვერ გამოვიდა. მაგას და მარგველას (ვაჟა მარგველაშვილი) დაუპირისპირდნენ დანარჩენები. ერთი თუშიშვილი არ მონაწილეობდა" - ამბობს ჩვენი წყარო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

altფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

altWe love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა

altლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
 

მკითხველის კომენტარები / 81 /
აი, ყოჩაყ ბიჭებო რაა...!!! ნაკრების წევრებს შორის ჩხუბი და დაპირისპირებაღა აკლდა ქართულ ძიუდოს.... მომილოცავს!!! ისე, მგონი ლიპარტელიანს და მის დაჯგუფებას უკვე ძალიან ზედმეტები მოსდით და დრო ხომ არაა სერიოზულად მოეთხოვოთ პასუხი... ამას უბრალო გულშემატკივარი ვწერ. არ გეგონოთ რომელიმე დაპირისპირებული მხარეს ინტერესებს ვიცავდე. უბრალოდ შორიდან რაც ჩანს იმას ვამბობ, იმიტომ რომ ძალიან გული მტკივა.
ლევანი
11:31 27-11-2018
5
ლაშა შავდათუაშვილი არ ეკუთვნის მარტო თავის თავს და თავის ოჯახს. ის ოლიმპიური ჩემპიონია და ამით ყველაფერია ნათქვამი ანუ ის ეკუთვნის მთელ ერს. ამიტომ ვინც ჩვენ ოლიმპიურ ჩემპიონზე ხელი აიღო, ის უნდა მოიკვეთოს ყველაფრისაგან და პირველ რიგში ძიუდოსაგან. რა დააშავა ასეთი, ის მაინც გვითხრას ვინმემ. აქ ერთი "ჭკვიანი" აკომენტარებს, "ლიპარტელიანს საერთოდ არ ვიცნობ და არც სვანებსო" (აბა ესაა რა! სვანები რა შუაშია აქ..). არც მე ვიცნობ პირადად ლიპოს (ისე ნახევრად რატიანი ვარ), მაგრამ რასაც ამბობენ თუ ის მართალია, არანაირი დანდობა ლიპოს. ის უკვე გავიდა რადარებიდან და გაცდა ყველა ნორმას და ქცევის წესებს. რა მოხდა ასეთი ნეტავ!!!!
zaali
16:15 27-11-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული