Sportall.ge-ს წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირებაში ოსაკაში მყოფი თითქმის ყველა ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა.
ერთ მხარეს ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იყვნენ, რომელსაც ვარლამ ლიპარტელიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ლეხუმ ჩხვიმიანი და გიორგი ბაინდუროვი დაუპირისპირდნენ.
როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ლაშა შავდათუაშვილმა სწორედ დაპირისპირების დროს მიღებული ტრავმის შედეგად ვერ შეძლო ტურნირზე მონაწილეობის მიღება.
ჩხუბის თემატიკა კი, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე, ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის მიერ დარჩენილი
"შავი (ლაშა შავდათუაშვილი) არის მაგარი ნაცემი და მაგიტომ ვერ გამოვიდა. მაგას და მარგველას (ვაჟა მარგველაშვილი) დაუპირისპირდნენ დანარჩენები. ერთი თუშიშვილი არ მონაწილეობდა" - ამბობს ჩვენი წყარო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან
We love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა
ლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
მაინტერესებს ვინ არიან ათაბეგაშვილი და ბაინდუროვი (ამ უკანასკნელზე გაგონილი მაინც მაქვს რაღაცა მაგრამ რა არ მახსოვს). ფედერაციის საიტზე არ არი აღმასკომის შემადგენლობა..თვითონ ფედერაციაში ვერ ვხედავ ბევრ ცნობილ ქართველ მწვრთნელს და ხალხს რომელთაც სიტყვა ეთქმის ქართულ ძიუდოში ( მათ დროს იაპონელები აქეთ ჩამოდიოდნენ სასწავლებლათ). ბევრი მათგანი ალბათ უკვე ხანშია შესული მაგრამ ხო გაგიგონიათ ბებერი ხარისო....
ჩვენს ჟურნალისტებს...ამან ის დაჭრა ამან ის გაქურდას თემებზე გაუთავებელ წერას (თანაც როცა არ გყოფნით მასალა წლების წინანდელ შემთხვევებს ამოჩხრიკავთ) არ ჯობია ხალხს დადებითი ემოციები მიაწოდოთ (კიდევაც რომ გამეორდეთ) გაიხსენოთ ხალხი ვინც საფუძველს უყრიდა ქართულ ძიუდოს... რაზე იყო დაფუძნებული ქართული ძიუდოს წარმატებები. აიღეთ ამ ხალხისგან ვრცელი ინტერვიუები- გაიგეთ რას ფიქრობენ- გაანალიზეთ მათი შეფასება სხვადასხვა დროის ნაკრების და ფედერაციის ხელმძღვანელობაზე მათ სტილზე,მიღწევებზე, შეცდომებზე. გასაგებია რომ ყველა ვერ იქნება ბოლომდე გულწრფელი...მაგრამ...მისხალ-მისხალ დიდი სურათის მიღება შესაძლებელია..
ხალხმა უნდა მოვითხოვოთ რომ არ მიეცეთ საშუალება ხალხს ვისაც არაფერი დამსახურება არ მიუძღვის ქართულ სპორტში ავნონ და თანაც მიზანმიმართულად (სხვაგვარად ეს ხალხი ვერ მოხვდებოდა მართველ ორგანოებში ) წარმატებულ სახეობებს. კომუნისტური ერა დამტავრდა და არაპროფესიონალების დროც სპორტში და ველაფერში უნდა დამთავრდეს..პატივიცემით