გურამ თუშიშვილმა რუსეთის წარმომადგენელი ტასოევი იპონით დაამარცხა და ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 ივნისს, ევროპულ თამაშებზე ქართველმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ფინალი რუსეთის წარმომადგენელს, ინალ ტასოევს იპონით მოუგო.

ის დასაწყისში საოცრად გადაურჩა იპონით წაგებას, შემდეგ კი თქვენი მოწონებული გააკრა ბეჭებზე.

თუშიშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე პოლონელ მასიეჟ სარნაკის, რუმინელ ვლადუტ სიმიონესკუს და ჰოლანდიელ ჰენკ გროლს სძლია.

სამწუხაროდ, ფინალი იპონით რუსეთის წარმომადგენელ არმან ადამიანთან ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) წააგო, რომელმაც იქამდე მონტენეგროელ დანილო პანტიკს, ბელორუს მიკიტა სვირიდს და ფრანგ სირილ მერეს დამაჯერებლად სძლია.

ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) მეოთხედფინალში დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე ჯერჯერობით 20 მედალი (6 ოქრო, 5 ვერცხლი, 9 ბრინჯაო) მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილზე არიან.

მკითხველის კომენტარები / 14 /
უფალმა დაგლოცოს ძმაო გურამ, როგორ გაახარე მთელი საქართველო
გიორგი
21:12 24-06-2019
0
მადლობა ჩემო ძმაო ჩემი და ქვეყნის გახარებისთვის,წარმატებები სპორტში და ცხოვრებაში.
ზას.
21:13 24-06-2019
0

სიახლეები პოპულარული