შეუდარებელი ტედი რინერი 18 თვის შემდეგ ტრიუმფით დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ძიუდოს ცოცხალი ლეგენდა ტედი რინერი 18-თვიანი პაუზის შემდეგ ტატამს დაუბრუნდა და თანაც ტრიუმფით.

30 წლის ფრანგმა მძიმე წონით კატეგორიაში მონრეალის გრან პრი მოიგო და საკუთარ მრავალფეროვან კარიერას კიდევ ერთი ოქროს მედალი დაუმატა.

2-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა პირველ შეხვედრაში ამერიკელი აიაქს ტადეჰარა იპონით 8 წამში დაამარცხა, მეოთხედფინალში მისი მეტოქე რუმინელი ვლადეტ სიმონესკუ იყო, რომელსაც რინერმა ასევე იპონით სძლია.

ნახევარფინალში ფრანგმა დაძაბულ ბრძოლაში ოლიმპიური ჩემპიონი ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა, ფინალში კი იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას სძლია და წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ კიდევ ერთ ტიტულს დაეუფლა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
კანადამ რატო დაბლოკა მთელი ნაკრები რინერს ხომ არ სცეს პატივი ახალდაბრუნებულზე თუშიმ არ ააყირავოსო
3
ერთი რამაა ცუდი ამ ჩემისამ თუ ტურნირებში არ იმონაწილევა და რეიტინგში ქულები ვერ დააგროვა განუთესავი იქნება და შეიძლება რეიტინგის ლიდერ თუშის ოლიმპიადის სტარტზევე გადაეყაროს და მედლის შანსი დააკარგვინოს, იმედია მინიმუმ ნახევარფინალამდეაინც არ გადაეყრება.დ
0

სიახლეები პოპულარული