მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!

AutoSharing Option
25 აგვისტოდან ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, რომელიც ამჯერად ამ სპორტის სამშობლოში, იაპონიაში ჩატარდება. ქართველ გულშემატკივრებს კი ყურება "სილქ უნივერსალზე" შეეძლებათ.

შეხვედრები დილის 06:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 14:00 საათიდან იქნება.

ჩატარების ადგილი

მსოფლიო ჩემპიონატს იაპონიის დედაქალაქი ტოკიო მასპინძლობს. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს პირველი ორი ჩემპიონატი სწორედ ტოკიოში გაიმართა 1956 და 1958 წლებში.

შეხვედრები 14 000-იან არენაზე, "ნიპპონ ბუდოკანზე" გაიმართება, რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც "საბრძოლო ხელოვნების სასახლე".

ეს დარბაზი საკმაოდ პოპულარულია იაპონიაში და მას ბევრი რამ ახსოვს: მუჰამედ ალისა და
ანტონიო ინოკის ბრძოლა, ოლიმპიადა, "ბითლზისა" და სხვა ცნობილი მუსიკალური შემსრულებლების კონცერტები.

მნიშვნელოვანი ფაქტები

  • ბოლო მონაცემებით, მონაწილეობას 149 ქვეყანა მიიღებს, სპორტსმენთა რაოდენობა კი 863 იქნება - 521 ვაჟი და 342 ქალი.
  • მთავარი დანაკლისი ტედი რინერი და სოიჩი ჰაშიმოტო იქნებიან. პირველ შემთხვევაში ფრანგმა კვლავ არ ისურვა ასპარეზობა და მეორე შემთხვევაში იაპონელს ტრავმა აქვს.

საქართველო

ჩვენი ნაკრები ძლიერი შემადგენლობით არის წარმოდგენილი და მინიმუმ ერთ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს უნდა ველოდოთ. კვლავ ვერ ვიასპარეზებთ გუნდურ შეჯიბრებაში, რადგან ქალთა გუნდი არ გვყავს და იაპონიაში მხოლოდ ერთი წარმომადგენლით ვიმყოფებით.

ამავდროულად, კვლავ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ნაკრები დაყოფილია და ტოკიოში ჯგუფებად არიან დაფანტულნი.

ვაჟები

  • 60 კგ. ამირან პაპინაშვილი (ბრინჯაოს ფავორიტი - ოქროს ფავორიტი ნაჰოისა ტაკატო - იაპონია), ლუხუმ ჩხვიმიანი.
  • 66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი (ვერცხლის ფავორიტი), ბაგრატ ნინიაშვილი (ბრინჯაოს ფავორიტი, ოქროს ფავორიტი - ჰიფუმი აბე - იაპონია).
  • 73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი (ვერცხლის ფავორიტი, ოქროს ფავორიტი შოჰეი ონო - იაპონია).
  • 81 კგ. ლუკა მაისურაძე (ვერცხლის ფავორიტი, ოქროს ფავორიტი საგი მუკი - ისრაელი).
  • 90 კგ. ბექა ღვინიაშვილი (ვერცხლის ფავორიტი, ოქროს ფავორიტი ბექა შერაზადიშვილი - ესპანეთი).
  • 100 კგ. ვალერი ლიპარტელიანი (ვერცხლის ფავორიტი, ოქროს ფავორიტი აარონ ვულფი - იაპონია).
  • +100 კგ. გურამ თუშიშვილი (ტურნირის გამოკვეთილი ფავორიტი).

ქალები

  • 52 კგ. ტატიანა ლევიცკა-შუკვანი
P.S. 24 აგვისტოს გაიმართება წილისყრა და გაირკვევა ქართველი ძიუდოისტების სათამაშო ბადე.

altქართველი ძიუდოისტი გოგონების ტრიუმფი მსოფლიოს თასზე!

altძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილს ვიდეორგოლი მიუძღვნა [VIDEO]

altმსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 16 /
სულმოუთმენლად ველოდები 25 აგვისტოს. ჩემპიონობა ყველა წონის წარმომადგენლებს შეუძლიათ ნაკრები მართლაც უძლიერესი გვყავს! მთავარია ირწმუნონ ბიჭებმა რომ მათი მომრევი არავინ არის იაპონელებს კი ეჭიდავეთ ქართული შემტევი სტილით. გახსოვდეთ რომ იაპონელებთან ჭიდაობისას მეტოქე თავის მსაჯიანათ უნდა დააიპონოთ რომ არ გაგწირონ! ყურადღება და კონცეტრაცია ყველა სპორცმენთან მე მჯერავს თქვენი! უფალი ფარავდეს თქვენ და სრულიათ საქართველოს.
gurami
16:42 23-08-2019
0
გთხოვთ დააკონკრეტოთ რას ნიშნავს ნაკრები გაყოფილები არიან და დაფანტულები არიანო, რა ვერ დაამთავრეს ამ ათ კიდე ერთმანეთში ქიშპობა. ქვეყანაა თქვენს უკან და ქართველი ხალხი, აზრზე მოდით ბიჭოოოო, ვინც ვერ გაიგებს ამას და პანჩური ერთ ადგილზე და სახლშიიიიიი
kakha
14:05 23-08-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული