თუშიშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემის ფინალშია, ღვინიაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დუსელდორფში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში 100+ კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალში ბრაზილიელ რაფაელ სილვას სძლია და ფინალში გავიდა.

გურამმა პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი უზბეკი ალიშერ იუსუპოვი, ტაჯიკი შაკარმამად მირმამადოვი და კორეელი მინჯონ კიმი დაამარცხა. იგივე წონით კატეგორიაში ონისე ბუღაძე უზბეკ ბეკმუროდ ოლტიბოევთან დამარცხდა და შეჯიბრს გამოეთიშა.

-90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი 1/4-ფინალში დამარცხდა. ბექას უზბეკმა დავლატ ბობონოვმა აჯობა, რომელმაც 1/8-ფინალში ლაშა ბექაურსაც მოუგო. ღვინიაშვილმა რეპეშაჟში ჩეხი დავიდ კლამერტი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისათვის მამადალი მეჰდიევს შეხვდება.

რეპეშაჟში იჭიდავა
-100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ჩიქოვანმა. გიორგი 1/4-ფინალში ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინისთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ზელიმ კოცოიევთან წააგო. ამავე წონით კატეგორიაში იჭდავა ნიაზ დიასამიძე, რომელიც მეორე წრეში აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვთან დამარცხდა. გასიმოვმა კი ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბარემ დაგეწერათ ვის შეხვდება ფინალში
დათო
19:16 23-02-2020
0
ასეთი რა ასწავლა ჯარჯიმ ამ ბობონოვს ორივე (ბექაური და ღვინიაშვილი) 20-20 წამში რომ დაგვიიპონა?!;( იმედია სამომავლოდ უზბეკებთან შეხვედრებისთვის ჩვენი მწვრთნელები გაითვალისწინებენ ჯარჯი ზვიადაურის ფაქტორს! წარმატებები ჩვენს ბიჭებს!
პაატა
20:39 23-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული