კორონავირუსის გამო თბილისის გრან პრი გაუქმდა

AutoSharing Option
თბილისის გრან პრი ოლიმპიურ სასახლეში 27-29 მარტს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების გამო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თბილისში დაგეგმილი ტურნირი გაეუქმებინა.

თბილისთან ერთად გაუქმდა ეკატერინბურგის გრანდ სლემი და ანტალიის გრან პრი. ამავდროულად, 30 აპრილამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ყველა სხვა სახის ღონისძიებაც გააუქმა.

კორონავირუსის გამო არ ჩატარდა რაბათის გრან პრიც, სადაც ქართველი ძიუდოისტები აეროპორტიდან მოაბრუნეს.

თბილისში დაგეგმილ ტურნირზე 87 ქვეყანა იყო დარეგისტრირებული.




მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთი უმაყურებლოდ ჩატარდება ალბად
კორონ
10:09 10-03-2020
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული