თელ-ავივის გრანპრი: ნოზაძის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო [VIDEO]

AutoSharing Option
თელ-ავივში დღეს დაწყებულ ძიუდოს გრან-პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა 60 კგ-მდე კატეგორიაში მოასპარეზე თემურ ნოზაძემ, რომელმაც პირველ წრეში ბრაზილიელი ფელიპე პელიმი ვაზარით დაამარცხა, შემდეგ თურქ მიჰრაჯ აკკუსსა და ბრიტანელ ეშლი მაკკენზის იპონით სძლია, ნახევარფინალში კი უკრაინელ არტიომ ლესიუკს ვაზარით მოუგო და ფინალში აზერბაიჯანელ დავუდ მამადსოვს შეხვდა. სამწუხაროდ, ორი ვაზარით დამარცხდა და ვერცხლისპრიზიორი გახდა.

66 კგ-მდე წონაში ბაგრატ ნინიაშვილმა და გიორგი ბაზანდარიშვილმა მედლებისთვის ბრძოლა ვერ მოახერხეს და ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ასპარეზობას.

ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე
ეთერ ლიპარტელიანმა ჯერ რუსი დიანა ჟიგაროში დაამარცხა, შემდეგ – პოლონელი ანა კუჩერა და მეოთხედფინალში უნგრელ ჰედვიგ კარაკაშს სძლია. ნახევარფინალში ეთერის მეტოქე ებრაელი ტინა ნელსონ ლევი იყო, ვისთანაც მძიმე ბრძოლაში დამატებით დროში წააგო და ბრინჯაოს მედლისათვის პოლონელ იულია კოვალჩიკს დაეჭიდა. მთელი ორთაბრძოლა ეთერის უპირატესობით წარიმართა, მაგრამ მაინც გოლდენ სკორში გადავიდა, სადაც მაინც ჩვენმა გოგონამ იმარჯვა და ვაზარით დასცა მეტოქე.

52 კგ-მდე წონაში მოასპარეზე მარიამ ჯანაშვილი და ტატიანა ლევიტსკა-შუკვანი პირველივე ტურში დამარცხდნენ და ბრძოლას გამოეთიშნენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული