მაისურაძის ბრინჯაო და სანებლიძის ხელიდან გაშვებული შანსი [VIDEO]

AutoSharing Option
ყაზანის გრანდ სლემზე ლუკა მაისურაძემ (- 90 კგ) ფრანგი აქსელ კლერჟე იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

იქამდე მაისურაძემ სენეგალელ აბდერაჰმან დიაოს, შვედ მარკუს ნიმანს, გერმანელ ტიმ შმიდტსა და ებრაელ ლი კოჩმანს სძლია, ნახევარფინალი კი იაპონელ სანშირო მურაოსთან წააგო.

სამწუხაროდ, ბრინჯაოსთვის ბრძოლა ბოლო წამებზე რუსეთის წარმომადგენელ ნიაზ ბილალოვთან დათმო ონისე სანებლიძემ (- 100 კგ).

ასევე მედლების გარეშე დარჩნენ იმედა გოგოლაძე (-90 კგ) და და საბა ინანეიშვილი (+100 კგ).

ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირზე 3
მედალი მოიპოვეს: ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქრო, ნუგზარ ტატალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ კი ბრინჯაო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ონისე - ასე დამფრთხალი რ ა ტ ო მ ეჭიდავებოდი იაპონელს - მურაოს... - ასე ლ ი დ ე რ ი ვერასოდეს შეიქმნები , ასე ვერასოდეს დაამარცხებ მეტოქეს... ანუ გაცილებით აგრესიული უნდა იყო ნებისმიერი მეტოქის მიმართ, რაც შეგიძლია და რატომ არ აკეთებ?!
გლახუნა
21:25 08-05-2021
0
მსაჯმა ონისეს აშკარად მიანიშნა,რომ ბილალოვის მხარეს იყო,როცა აშკარა ჩავარდნაზე,მეორე გაფრთხილება არ მისცა.მან კი აქტიური ჭიდაობა,მაინც არ დაიწყო და დაისაჯა.რაც ბილალოვს გდებად ჩაუთვალეს,ნამდვილად არ იყო შესაფასებელი,მაგრამ რუსეთში ყველაფერი მოსულა და ეს, მოსალოდნელი იყო.ონისეს მაგარი ჭიდაობა რომ შეუძლია,ვიცით და რატომ არ აქტიურობდა,არ ვიცი.არა უშავს ონისე,ესეც გამოცდილებაა და მომავალში გამოგადგება.ლუკა კი,მაგარი ბიჭი გვყავს და ვულოცავ ბრინჯაოს მედალს.
სოსო
10:15 08-05-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული