სულამანიძემ და ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
ბუდაპეშტში, ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, მეხუთე საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს მედლები 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.

სულამანიძემ კანადელ შადი ელნაჰასის სძლია.

ლიპარტელიანმა ნიდერლანდელი მიხაელ კორელი დაამარცხა.


შეგახსენებთ, ტურნირზე ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) მოიპოვა, ხოლო ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ხვალ ბუდაპეშტის ტატამზე გელა ზაალიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (78 კგ) გავლენ.



მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგრები ხართ ბიჭებო!ოქრო იაპონიაში.
სოსო
22:01 11-06-2021
0
ყოჩაღ ბიჭებო ლიპო და შავი უკვე შმდგარი ლეგენდები არიან . რაც შეეხება ოლიმპიადას იქ ალბათ დარწმუნებული ვარ იქნება უდიდესი ზეწოლა ყველასგან იაპონელები ძიუდოში ყველა ოქროს გეგმავენ და აბა თქვენ იცით ბიჭებო მარტო ფსიქოლოგიურ განწყობას მიხედეთ დანარჩენი არ გაკლიათ იცოდეთ მოგიწევთ იაპონელებთან და მსაჯებთან ბრძოლა და ამისთვის მოემზადეთ დღეიდან .მერე წუწუნი არ გავიგო ეს ხუმრობით.
dato
11:09 12-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული