ქართველ ახალგაზრდას წარმატება უამრავმა ადამიანმა მიულოცა, მათ შორის საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
"ვულოცავ ნიკო შერაზადიშვილს მსოფლიო ორგზის ჩემპიონობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საამაყო მამულიშვილი, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს, კიდევ ბევრ მწვერვალს დაიპყრობს!" - წერს ზალკალიანი "ფეისბუქზე".
ნიკოლოზ შერაზადაშვილმა მსოფლიოს პირველობა მეორედ მოიგო. პირველად მსოფლიო ჩემპიონი 2018 წელს, ბაქოში მიმდინარე შეჯიბრზე გახდა, მაშინაც ესპანეთის სახელით
ასპარეზობდა.ქართველი ბიჭი უკვე წლებია ესპანეთის სახელით ასპარეზობს. ნიკოლოზ შერაზადიშვილი 1996 წლის 19 თებერვალს თბილისში დაიბადა. მისი მამა კარგად ცნობილი ძიუდოისტი - ზაზა შერაზადიშვილი, მეტსახელად "პაპუასა" იყო, რომელიც რამდენიმე წლის წინ სიმსივნით გარდაიცვალა.
საქართველოში ცხოვრებისას, პატარა ნიკო ძიუდოსა და წყალბურთში ვარჯიშობდა. 10 წლის წინ, შერაზადიშვილების ოჯახი ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. რადგან ნიკოლოზს კარიერის გაგრძელება ძიუდოში სურდა, მადრიდიდან დაახლოებით 35 კილომეტრში, პატარა ქალაქ ბრუნეტეს ძიუდოს სკოლაში შეიყვანეს. მისი მასწავლებელი და მთავარი მწვრთნელი ჯოაკინ რუისი გახდა, რომელსაც ოლიმპიადაზე სამჯერ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. 190 სანტიმეტრი სიმაღლის სპორტსმენი 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
2014 წელს ნიკომ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და მაშინ დაიწყო მისი საერთაშორისო კარიერა ძიუდოში. იმავე წელს მსოფლიო ჩემპიონატზე 21-წლამდელთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა. იმ ტურნირზე საქართველოს სახელით ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატზე კი ბექა გამარჯვებული გახდა, ხოლო შერაზადიშვილი - ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შერაზადიშვილი 21-წლამდელთა შორის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, თუმცა მაშინ ფინალში უკვე ბექა ღვინიაშვილთან დამარცხდა. ვერცხლის მედლით დაასრულა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდათა შორის.
იხილეთ გაგრძელება
2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შერაზადიშვილი 21-წლამდელთა შორის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, თუმცა მაშინ ფინალში უკვე ბექა ღვინიაშვილთან დამარცხდა. ვერცხლის მედლით დაასრულა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდათა შორის.
იხილეთ გაგრძელება
აღგზნებული მივჩერებივარ მთელი დღე და ცოლი უკვე აშკარად ეჭვიანობს