ლიპარტელიანი მედლის გარეშე დარჩა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩა...

-100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლეჩხუმელმა მოჭიდავემ პირველი წრე გამოტოვა, მერე რაუნდში კი სამი გაფრთხილებით ეგვიპტელი რამადან დარვიში დაამარცხა.

1/4-ფინალში ქართველის მოწინააღმდეგე კანადელი შედი ელნასი გახლდათ, რომელსაც "ლიპომ" იპონით (ორი ვაზარი) სძლია და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალში გასასვლელად კი ვარლამმა იაპონელ აარონ ვოლფთან იჭიდავა. ძირითადი დროის ამოწურვამდე 1 წუთისა და 5 წამით ადრე იაპონელმა ძიუდოისტმა ვაზარი მოიპოვა და მიღებული უპირატესობა აღარც გაანიავა.

ვარლამი მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ ნიაზ
ილიასოვთან დამარცხდა. რუსმა სპორტსმენმა "ლიპოს" ვაზარი აუღო და დაწყებული საქმეც ბოლომდე მიიყვანა.

მკითხველის კომენტარები / 42 /
ყურები არ ჩამოყარო ვარლამ , ბრინჯაოც დიდი საქმეა და აიღე ეგ მედალი , წარმატებები
ლაშა19
29 ივლისი 2021 13:59
10
აარონ ვულფი იაპონელიო?
მეგრელი
29 ივლისი 2021 11:12
2
მამა ყავს ამერიკელი
aleksandre
29 ივლისი 2021 14:19
0
ამას ქვია კასიკური მაღალი დონის ძიუდო. ერთი სიამოვნებაა ამის ნახვა.
ლაშა
29 ივლისი 2021 10:38
0
ლიპოს ჩემპიონობა არა ნაკლებ გაუხარდება მთელ ძიუდოს სამყაროს, ვიდრე თვითონ ვარლამს. გვაღირსე რა ლიპო ოქრო.
ჟორა გაბრიჭიძე
29 ივლისი 2021 10:25
0
12:00სთ
გიორგი
29 ივლისი 2021 10:55
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული