"ვიცი, ვერ გაგახარეთ..." - ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით კარიერის დასრულება გამოაცხადა.

"მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც დღემდე მომცა. იყო ბევრი სიხარული, ბევრი გულის ტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა, როგორც პიროვნება, ძალიან გამაძლიერა.

მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, შვილებს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით. მადლობა ყველას, ვინც დღემდე გვერდში მედგა, ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს!

მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი, როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა, როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულდა.

ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს, ერთგულო გულშემატკივრებო. ვიცი, ვერ შევძელი თქვენი
გახარება. მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და ალბათ დიდხანს გამყვება ცხოვრებაში, უბრალოდ შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ უზომოდ მიყვარხართ.

იმედია სხვა ცხოვრებაში თქვენს გახარებას ცოტათი მაინც შევძლებ.

ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. იმედია ოდესმე შევძლებ,  რომ ყველას ყველაფერი გითხრათ!" - დაწერა ვარლამმა.

32 წლის ვარლამ ლიპარტელიანი საქართველოს ნაკრების კაპიტანი და მსოფლიოს პირველი ნომერი გახლდათ. "ლიპომ" ევროპის ჩემპიონატი სამჯე მოიგო და ვერცხლის მედალი 6-ჯერ მიიღო, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი 3 ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლიპარტელიანი სამჯერ მასტერსის, 5-გზის გრანდ სლემისა და 5-გზის გრანდ პრიზის გამარჯვებულია. ვარლამს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიც მოუგია, ხოლო ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი ორჯერ დაისაკუთრა.

ვარლამის წონაში (-100) კი საქართველოს პირველი ნომერი უკვე ძალიან ნიჭიერი, 20 წლის ილია სულამანიძე იქნება.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ვარლამ ჯერ ადრეა წასვლა !! შენი კარიერა .შენი გავლილი გზა ესე წასვლას არ იმსახურებს ! მსოფლიოს გვირგვინი და მერე წადი! მადლობა ყველფრისთვის კაპიტანო!
Giorgi
00:12 31-07-2021
0
ნაადრევი ხომ არ არის ეს გადაწყვეტილება? ჯობს დაისვენოს დამშვიდდეს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. ყველა შემთხვევაში ლიპო კაცია, ღირსეული კაცია. ისე ვიხსენებ შოთა ლომიძის მაგალითს, მასაც Hქონდა გადაწყვეტილება მიღებული დანებების შესახებ, მაგრამ რაღაც მომენტში გადადო, მოემზადა სერიოზულად და თუ არ ვცდები 36 წლის ასაკში მსოფლიო მოიგო. ასე რომ ღირს დაფიქრება, ამასთან უნდა ვაგრძნობინოთ მთელმა საქართველომ თანადგომა.წარმოიდგინე ლიპარტელიანო მთელი საქართველო შენ გვერდით დაგიდგება და ეს ხომ რამხელა ძალა იქნება. ასე რომ წინ ვალერი წინ, შენ წარმატებები კიდევ გექნება, შემდეგ კი გაცილებაც ღირსეული გექნება.
ზურა
12:46 30-07-2021
1

სიახლეები პოპულარული