"ფაფარი რომ წამოეშალათ ზვიადაურზე, ამ კაცზე ხომ ეყარნენ ჩუმად" - ჩერგოლეიშვილი ზვიადაურის დაკავებას ეხმაურება

AutoSharing Option
"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ზურაბ ზვიადაურის დაკავებას ეხმაურება.

როგორც იცით, ყოფილ ძიუდოისტს თავდებში ცნობილი სპორტსმენები უდგებიან... ჩერგოლეიშვილმა სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

მან ხაზი იმას გაუსვა, რომ ასევე მოჭიდავე ზურა დათუნაშვილს გვერდით არავინ დაუდგა, როდესაც მასზე იძალადეს. ძალადობაში დადანაშაულებული გეგა გეგეშიძე დღესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია, დათუნაშვილი კი სერბეთში წავიდა და ამ ქვეყნის სახელით ასპარეზობს. ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ფაფარი რომ წამოეშალათ ზვიადაურზე, ამ კაცზე ხომ ეყარნენ ჩუმად. ამიტომაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სპორტსმენი პოტენციური მონა", - წერს ჩერგოლეიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 60 /
არ მინდა ხალხის გაღიზიანება. დარწმუნებით ვამბობ დაზუსტებით არგუმენტებით რომ თუ საქართველოში გიცავს მანდატი, მედალი და ჯილდო კანონზე მაღლა დგახარ.ნამეტან შპიონობას ნუ დამაწყებინებთ ისეთები ვიცი და ასეთებიც ძროხაზე და ქათამზე ციხეები დაუშენებიათ თავზე...კავკასიას რატომ ვუსმევ ხაზს?! აი დაღესტანში ხაბიბს დუმაში კაბაევას ან ვალუევს ხლუნგ მოკრივეს დუმაში რომ ზის აქ ხინჩაგაშვილს და ოლიმპიურ მედალოსან ხალხს ნებისმეირი ჩინოვნიკის კარი შეუძლიათ წიხლით გააღონ. რუსული პოლიწიკაა რა.
ავჭალიდან
20 აგვისტო 2021 23:58
7
ავჭალიდან-ს
რაღაც ,,გენიალური" ლოგიკა გაქვს :) როგორ იცავს რამე,როდესაც დაკავებულია????
სხვათაშორის ,ბატონო ნეობოლშევიკო უდანაშაულობის პრეზუმპციაც არსებობს,ბოლშევიკებისთვის ცხადია არა,მაგრამ მაინც.კიდევ ,,აუცილებელი მოგერიების" ცნებაც არსებობს,წერა გცოდნია და კითხვაც ისწავლე
ადამიანი
21 აგვისტო 2021 21:00
2
მაგ ბიჭს ბოდიში რომ მოეხადა, აქ იქნებოდა და ჩვენი სახელით იასპარეზებდა
ცუდად მოფიქრალი
20 აგვისტო 2021 19:08
84
ცემეს და კიდევ ბოდიში მოეხადა ამ მაფიოზებისთვის?
გიგა
20 აგვისტო 2021 19:18
9
ვისთვის და რატომ მოეხადა ბოდიში?
ტაბუ
20 აგვისტო 2021 20:17
8
ჩორგო ბოკერიას ტანდემის ატანა არ მაქვს მაგრამ ამ შემთხვევაში ვეთანხმები
David
20 აგვისტო 2021 23:04
9
არა, არ დაგვღუპო, ეგ არ გააკეთო, ბოკერია თუ მისი კნეინა შეუძლებელია მართალი იყოს ... :) ასე დაიბადნენ, არამართლები ... :)
სიმართლის მოყვარული
22 აგვისტო 2021 03:27
3
სსრკ-ს დროს ყველა საკითხზე არსებობდა ლენინის ციტატა ან მოსაზრება. დღევანდელ საქართველოში ლენინის ფუნქცია ჩერგოლეიშვილმა იტვირთა და წარმატებითაც.პოლიტიკაში ხომ არის და არის, ახლა სპორტშიც ...... აი ბოკერია რამდენად გამოდგება კრუპსკაიას როლში ..............
ზურა
20 აგვისტო 2021 21:48
10
ესენი მართლა რომ მობრუნდნენ, ისევ ძველ ლიბერტარიანელობას მაინც რომ არ დაუბრუნდნენ: მინდა შევახსენო ჩემს პრინციპულ ჩერგოს, ევროპული საქართველოს მხარდამჭერი რომ ქვია. ყველა ევროპის ქვეყანა რაღაცა ფორმით ასუბსიდორებს სპორტს. პრობლემა დაფინანსება კი არაა, დაფინანსების სისტემა რომ გვაქვს რუსულ/ყაზახურ/უზბეკური, და არა ევროპული, ისაა უბედურება. წინასწარ არსებული ფორმულა უნდა წყვეტდეს დაფინანსებას და არა 'ხაზეინების' კეთილი ნება.
სიმართლის მოყვარული
20 აგვისტო 2021 14:51
8
ეს მართალია მაგრამ დათუნაშვილის შედარება მაინც არ შეიძლება ზვიადაურთან, აქ მთელი ერი ფეხზე უნდა დადგეს.
ერი
20 აგვისტო 2021 18:21
47
ვუსამძიმრებ ჭირისუფლებს ... , ეს რა დღეში ვართ ,! რატომ ხალხნო ? რისთვის ? რამ მიგვიყვანა აქამდე? რამ გაგვამხეცა ასე , რატომ დავკარგეთ ადამიანურობა , მოყვასის სიყვარული .. რატომ გვსჯის უფალი? რატომ იცმევენ შავებს მგლოვიარე ჭირისუფლები ქართველთა დაპირისპირების მსხვრეპლთა გამო ? ნუთუ ჩვენს გენშია ჩაბუდებული ურთიერთსიძულვილი , ამპარტავნობა, ქედმაღლობა და დაუნდობლობა ? საით მიდიხარ საქართველოვ ? საააით ! ნუთუ ჩვენი სასახელო , საამაყო სპორტსმენები განწირული არიან ამპარტავნებისთვის ? ნაც-ქოც პარლამენტის ტრიბუნაა მათი ოფლის საზღაური და სასჯელი ? და ახლა რომ გვიხარია მათი წარმატებები მერე ბიუჯეტჭამია, ბულინგმაისტერ ძველბიჭებად , ქალაქის მერებად ან უსაქმურ ზონდერებად გადაიქცევიან ? ნუთუ ესაა ჩვენი საზოგადოებაა ისეთი რომ ფატალურად სხვა გზა არ არსებობს ? ვაი. შენ ბედკრულო საქართველოვ , ვაი.
ბაბაია
24 აგვისტო 2021 14:19
1
თვითონ ვერ გამოაქ დასკვნა ამ ჩერგოლას რატო არავინ მიუდგა ამ მოჭიდავეს არავინ?მემგონი კითხვაც არ უნდა ერთი კაციც რო არ დადგება შენ გვერდში რა ხარ .ისე რო იცოდეთ არა ქართველი იბრალებს ქართველობას რა ნაციააა მიხვდებით
vazha
22 აგვისტო 2021 06:48
14
მექანიკურია ბიძია ვარდენ!!! ყოვლისმცოდნე!!!
საფრთხობელას!!!
22 აგვისტო 2021 09:22
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული