60 კგ. წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ ფინალში დამატებით დროში გიორგი სარდალაშვილს სძლია და ტურნირზე ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა.
66 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს გიორგი თუთაშვილი დასჯერდა, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში ტრავმის გამო მოლდოველ დენის ვიერუსთან ტატამზე გასვლა ვერ შეძლო.
ბრინჯაოს მედალს ვაჟა მარგველაშვილი დაეუფლა, რომელსაც თუშაშვილმა ნახევრფინალში სძლია. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მარგველაშვილმა ბრაზილიელი ვილიამ ლიმა იპონით დაამარცხა.
ქალთა შორის 57 კგ. წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა იტალიელი ვერონიკა ტონიოლო დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.