3 მედალი ბაქოს გრანდ-სლემზე

AutoSharing Option
დღეს, 7 ნოემბერს ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე 4 ქართველი მოჭიდავე წარდგა, მათგან სამმა: ონისე სანებლიძემ, ლუკა მაისურაძემ და ბექა ღვინიაშვილმა ნახევარფინალში გასვლა მოახერხეს, სამწუხაროდ, სამივე დამარცხდა, თუმცა ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლა წარმატებით გააგრძელეს.

-90 წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი და ლუკა მაისურაძე გამოდიოდნენ. ლუკა 3 და ბექა 2 მოგებით ნახევარფინალში გავიდნენ. სამწუხაროდ, ღვინიაშვილმა კოსუკე მიშამასთან წააგო, მაისურაძემ მასპინძელ მამადალისთან. მათ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - ღვინიაშვილის მეტოქე კიდევ ერთი იაპონელი გოკი ტაჯიმა ,ხოლო მაისურაძის უზბეკი ერლან შეროვი იყვნენ და ორთაბრძოლებში ქართველმა სპორტსმენებმა
გაიმარჯვეს.

-100 წონით კატეგორიაშიც ორი ქართველი წარდგა - ონისე სანებლიძე და მიხეილ ჯაფარიძე. ცუდი ის იყო, რომ თითო ბრძოლის მოგების შემდეგ ქართველები ერთმანეთს 1/4-ფინალში შეხვდნენ. სანებლიძემ ჯაფარიძე დაამარცხა და 1/2-ფინალში გავიდა. სამწუხაროდ, იქ ონისე რუს ნიიაზ ბილალოვთან დამარცხდა,  ბრინჯაოს მედლისათვის კი  აზერბაიჯანელ ადილ კარიმლს აჯობა.

რაც შეეხება ჯაფარიძეს, მიხეილი რეპეშაჟში დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული