ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.
პირველ დღეს ტატამზე 4 ქართველი ძიუდოისტი წარდგა: ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი (ორივე -60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ).
ლუხუმმა და ეთერმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს, თუმცა ორივე მათგანმა ფინალში გადამსვლელი შეხვედრა დათმო.
ჩხვიმიანმა საუკეთესო ოთხეულში მოხვედრამდე დილშოტ ხალმატოვისა (უკრაინა) და თორნიკე ჭკადუას (ნიდერლანდები) ბარიერი გაიარა, ნახევარფინალში კი ფრანსისკო გარიგოსთან (ესპანეთი) დამარცხდა.
ლიპარტელიანმა ოთხეულამდე არლეტა პოდოლაკი (პოლონეთი) და პრიცილა გენოტო (საფრანგეთი) დაამარცხა, ნახევარფინალში კი სარა ლეონი კისიკუესთან (საფრანგეთი) წააგო.
რაც
შეეხებათ დამარცხებულებს, პაპინაშვილმა პირველი წრე გამოტოვა, მეორეში კი ფრანგ სედრიკ რევოლთან დამარცხდა. მარგველაშვილმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, თუმცა მასპინძელთა წარმომადგენელთან, დენისლავ ივანოვთან წააგო.
ასეა თუ ისე, ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჯერ კიდევ არის.
უკან მიდის ქართული ძიუდო დიდი ნაბიჯებით