2 ქართული მედლის შანსი - ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე

AutoSharing Option
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.

პირველ დღეს ტატამზე 4 ქართველი ძიუდოისტი წარდგა: ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი (ორივე -60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ).

ლუხუმმა და ეთერმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს, თუმცა ორივე მათგანმა ფინალში გადამსვლელი შეხვედრა დათმო.

ჩხვიმიანმა საუკეთესო ოთხეულში მოხვედრამდე დილშოტ ხალმატოვისა (უკრაინა) და თორნიკე ჭკადუას (ნიდერლანდები) ბარიერი გაიარა, ნახევარფინალში კი ფრანსისკო გარიგოსთან (ესპანეთი) დამარცხდა.

ლიპარტელიანმა ოთხეულამდე არლეტა პოდოლაკი (პოლონეთი) და პრიცილა გენოტო (საფრანგეთი) დაამარცხა, ნახევარფინალში კი სარა ლეონი კისიკუესთან (საფრანგეთი) წააგო.

რაც
შეეხებათ დამარცხებულებს, პაპინაშვილმა პირველი წრე გამოტოვა, მეორეში კი ფრანგ სედრიკ რევოლთან დამარცხდა. მარგველაშვილმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, თუმცა მასპინძელთა წარმომადგენელთან, დენისლავ ივანოვთან წააგო.

ასეა თუ ისე, ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჯერ კიდევ არის.


მკითხველის კომენტარები / 11 /
ამ ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა რამხელა არის წარმატების მაგალითის ძალა! ნიკა შერაზადიშვილის წარმატებებმა უზქრმაზარი მუხტი შესძინა ესპანელებს, აგერ ორივე წონაში ფინალში არიან! ძალიან მინდა რომ ჩვენთანაც სამართლიანობა იყოს სპორტში და მართლა ტალანტებით სავსე ქვეყანაში ნაცნობ-მეგობრობისა თუ "ბლატნოი" ტიპაჟების გამო არავინ არ იჩაგრებოდეს, პირიქით ხელშეწყიბა და დაფასება ქონდეთ ჩვენს წარმატებულ სპორტსმენებს! წარმატება ჩვენს სპორტსმენებს!
პაატა
16:39 29-04-2022
0
ძალიან ცუდად იჭიდავეს, ილეთების გაკეტებაც უჭირდათ. ბრინჯაოსთვის ჭიდაობა არ არის საინტერესო
დააT
15:44 29-04-2022
4

სიახლეები პოპულარული