გრიგალაშვილის ბრწყინვალე რევანში და ოქროს მედალი ევროპირველობაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.

გრიგალაშვილი ფინალში ბელგიელ მატიას კასეს დაუპირისპირდა, რომელთანაც ოლიმპიადაზე ბრინჯაოსთვის ბრძოლა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წააგო, ამჯერად კი ყველა კომპონენტში დაჯაბნა და გაიმარჯვა.

ტატო პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი გადამწყვეტ ბრძოლამდე ფინელი ოსკარ მაკინენი, გერმანელი ტიმ გრამკოუ, უნგრელი ატილა უნგვარი და უკრაინელი სერგი კრივჩაჩი დაამარცხა.

სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ).

გუშინ ტურნირზე ბრინჯაოს მედალს ეთერ ლიპარტელიანი (
57 კგ) დაეუფლა.

1-ელ მაისს სოფიის ტატამზე 5 ქართველი ძიუდოისტი გავა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბრავო ტატო, გვეამაყები!
0
ჩემპიონობაზე ძალიან ის გამიხარდა, ამ ბელგიელს, რომ მოუგო. ეშმაკი მოჭიდავეა, მაგრამ შანსი არ მისცა.
დიმა
09:13 01-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული