ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრან-სლემის ფინალშია

AutoSharing Option
დღეს, 4 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქში სტარტი პრესტიჟულმა ტურნირმა პარიზის გრანდ-სლემმა აიღო.

პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე 4 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა და მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ წონით კატეგორიაში) განაგრძობს, ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა ნახევარფინალში სამხრეთკორეელი კანგი ვაზარით დაამარცხა, 31 წლის ძიუდოისტი ფინალში ბრაზილიელ დანიელ გარგნინს დაუპირისპირდება.

-60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და ავსტრალიელი ჯოშუა კაცი დაამარცხა, მერვედფინალში კი ფრანგ რაულ ჰებრარდს სძლია, 25 წლის ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, თუმცა
კიდევ ერთხელ დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

-66 კგ წონით კატეგორიაში შეჯიბრში პირველივე წრიდან ჩაერთო ბაგრატ ნინიაშვილი და გაფრთხილებების ხარჯზე ეკვადორელი ლენინ პრესიადო დაამარცხა, მეორე წრეში კი გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ქართველს გურამ ძავაშვილს სძლია, მერვედფინალში წონის ლიდერთან, მოლდოველ დენის ვიერუსთან ვაზარით დამარცხდა.

57 კგ წონით კატეგორიაში კი ტატამზე ნაკრების დებიუტანტი მარიამ ციხელაშვილი წარსდგა, სამწუხაროდ, იგი ასპარეზობაში მეორე წრიდან გამოეთიშა, მარიამი კუბელ არნაეს ოდელინ გარსიასთან დამარცხდა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altძიუდოში თებერვალში 4 ტურნირი გაიმართება

altთუშიშვილი პარიზის გრან-სლემზე გამოვა

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამის მერე გამოვა ვიღაც ხისთავიანი და იტყვის წასვლას ვერ ხვდებაო, ახალგაზრდებს დაუთმოს გზაო.DDDD აჯობონ და დაუთმობს, აი ლიპო სხვა თემაა ეგ მართლაც უნდა მიხვდეს, რომ წასვლის დროა.
რრრ
16:41 04-02-2023
2
ლაშა შავდათუაშვილი არის პროფესიონალიზმის და პატრიოტიზმის მაგალითი, ამაზე ოქრო კაცს იოტის ოდენას თუ ნახავ დუნიაზე.
goga
21:49 04-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული